ანდრონიკე I (ტრაპიზონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრონიკე I გიდი
Ανδρόνικος Α΄ Γίδος
ტრაპიზონის მე-2 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1222
მმართ. დასასრული: 1235
წინამორბედი: ალექსი I
მემკვიდრე: იოანე I
გარდ. თარიღი: 1235
გარდ. ადგილი: ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია
დინასტია: კომნენოსები

ანდრონიკე I გიდონი (ბერძ. Ανδρόνικος Α΄ Γίδος; გ. 1235, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია) — ტრაპიზონის იმპერიის მეორე იმპერატორი 1222–1235 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. ალექსი I-ის სიძე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვეების მიხედვით ანდრონიკე იყო „ძალიან შორსმჭვრეტელი და კარგად ერკვეოდა სამხედრო საქმეებში.“ კონიის სულთნის ქეი-ქაუსის წინააღმდეგ ომში ანდრონიკემ დამარცხა თურქების არმია, შეიჭრა მათ დედაქალაქში და ტყვედ ჩაიგდო თავად სულთანი. ამ გამარჯვების შედეგდ სასულთნოსთან დადო ძალზედ ხელსაყრელი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტრაპიზონის იმპერია გახდა დამოუკიდებელი თურქებისაგან. მაგრამ მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ 1230 წლამდე გაგრძელდა. ამ დროს ხვარაზმის შაჰის ჯალალედინის არმია შეიჭრა ანატოლიის ტერიტორიაზე და იმპერატორმა გადაწყვიტა დაედო სამოკავშირეო ხელშეკრულება მასთან კონიის სასულთნოს საწინააღმდეგოდ. ეს ალიანსი წარუმატებელი აღმოჩნდა. ხორეზმელთა არმია, რომლის შემადგენლობაში ტრაპიზონელებიც შედიოდნენ, 1230 წელს თურქებთან ახლატის ბრძოლაში დამარცხდა. ანდრონიკე იძულებული იყო კვლავ კონიის სასულთნოს დამორჩილებოდა. ამ ამბებიდან რამდენიმე წელიწადში იგი გარდაიცვალა მისი მემკვიდრე გახდა ალექსი I-ის შვილი იოანე I.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყაუხჩიშვილი, ს., მიქელ პანარეტოსი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 166.
  • The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]