დავითი (ტრაპიზონი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით დიდი კომნენოსი
Δαβίδ Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის იმპერიის 21-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1459
მმართ. დასასრული: 1461
წინამორბედი: იოანე IV
მემკვიდრე: იმპერია გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1408
დაბ. ადგილი: ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია
გარდ. თარიღი: 1 ნოემბერი, 1463
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: კომნენოსები
მამა: ალექსი IV
დედა: თეოდორა კანტაკუზენი

დავით დიდი კომნენოსი (ბერძნ. Δαβίδ Μέγας Κομνηνός; დ. დაახლ. 1408 – გ. 1 ნოემბერი, 1463) — ტრაპიზონის იმპერიის ოცდამერთე, უკანასკნელი იმპერატორი 1459-1461 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ ალექსი IV-ისა და თეოდორა კანტაკუზენის შვილი. ტახტზე ავიდა თავისი ძმის იოანე IV-ის გარდაცვალების შემდეგ. თავისი მეფობის განმავლობაში რომის პაპის ეგიდით და ევროპელი და აზიელი მმართველების მონაწილეობით აყალიბებდა სამხედრო კოალიციას ოსმალეთის სულთან მეჰმედ II დამპყრობელის წინააღმდეგ.

1461 წლის 26 ოქტომბერს სულთანმა ტრაპიზონი აიღო. დავით კომნენოსი დაატყვევეს და სტამბოლში წაიყვანეს. მიუხედავად სულთნის დიდი მცდელობისა არ მიიღო ისლამი, რის გამოც 1463 წლის 1 ნოემბერს თავის შვილებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.

2013 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოახდინა მისი კანონიზაცია[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]