ირაკლი ჯავახაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი ჯავახაძე
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1968(1968-05-03) (55 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მთარგმნელი, მწერალი და რედაქტორი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus ალბამა, ალაბამა, ალაბამა...
საიტი armuri.georgianforum.com/t316-topic

ირაკლი ჯავახაძე (დ. 3 მაისი, 1968, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში 1968 წლის 3 მაისს. მშობლები: დედა - ნანა ღრუბელაშვილი (1941), მამა - ვახტანგ ჯავახაძე (1932). უცოლო. შვილი - მარიამი (1988).

1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ირაკლი ჯავახაძის პირველი მოთხრობები: "დუელი", "თედორე", "შენ", "ჩვენს მაღაზიაში" დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკრის" 1990 წლის მეხუთე ნომერში.

1999 წელს საქართველოს რადიოში ირაკლი ჯავახაძის მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ლევან ლორთქიფანიძემ განახორციელა რადიოსპექტაკლი "შავი სიის კავალრები"; ამავე ნაწარმოების მიხედვით რეჟიოსრმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ 2002 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა სპექტაკლი.

ქართულად თარგმნილი აქვს სერგეი დოვლატოვის, ჩარლზ ბუკოვსკის და კვენტინ ტარანტინოს ნაწარმოებები.

როგორც ჟიურის წევრი, მონაწილეობდა ლიტერატურული კონკურსების: "გალას" (2007) და "საბას" (2010) ჟიურიში.

ირაკლი ჯავახაძის ჰობი ავტომობილის მართვა და მოგზაურობაა.

გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1990 - 1993 გაზეთი "მამული”, კორესპონდედნტი;
  • 1993 - 1994 გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი”, მთავარი რედაქტორის მოადგილე;
  • 1996 - 2000 "დილის გაზეთი”, განყოფილების რედაქტორი;
  • 2000 - 2004 გაზეთი "ახალი ეპოქა”, განყოფილების რედაქტორი;
  • 2005 ლიტერატურულ გაზეთ "პარნასის” მთავარი რედაქტორი;
  • 2009 - ... "ლიტერატურული გაზეთი", მთავარი რედაქტორი.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1997 „პირველი“, გამომცემლობა „საქართვერლო“;
  • 1997 „შავი სიის კავალერები“, გამომცემლობა „საარი“;
  • 1998 „ალაბამა, ალაბამა, ალაბამა...“ [1], გამომცემლობა „საარი“ – ISBN 99928-39-06-6
  • 1999 „კავალერები”, გამომცემლობა „საარი“ – ISBN 99928-39-56-2
  • 2002 „ობლიგაცია“ [2], გამომცემლობა „საარი“ – ISBN 99940-29-99-1
  • 2010 „სამი ძველი მოთხრობა“ [3], გამომცემლობა „ინტელექტი“ – ISBN 978-9941-420-82-5

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "კავალერები" (მოთხრობების კრებული) – ნომინაცია: "საუკეთესო პროზაული კრებული", თბილისის წიგნის ფესტივალი, 2002

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]