იოვან ცვიიჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოვან ცვიიჩი
დაბ. თარიღი 11 ოქტომბერი 1865
დაბ. ადგილი ლოზნიცა, სერბეთი
გარდ. თარიღი 16 იანვარი 1927
გარდ. ადგილი ბელგრადი
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
ეთნოგრაფია
გეოლოგია

იოვან ცვიიჩი (სერბ. Јован Цвијић; დ. 11 ოქტომბერი 1865, ლოზნიცა, სერბეთი — გ. 16 იანვარი 1927, ბელგრადი) — სერბი გეოგრაფი, ეთნოგრაფი და გეოლოგი. სერბეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორი. 1893 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორია. 1894 წელს ქალაქ ბელგრადში დააარსა გეოგრაფიის ინსტიტუტი. იკვლევდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის გეომორფოლოგიურ და გეოლოგიურ საკითხებს, კერძოდ, კარსტსა და მეოთხეულ გამყინვარებას, აგრეთვე ლანდშაფტებსა და მოსახლეობას. მიჩნეულია ბალკანისტიკის როგორც მეცნიერული მიმართულების ფუძემდებლად. შეისწავლა მთის მასივი კუჩაი და ერთ-ერთი მღვიმე; შედეგად ვენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია, რომელიც მოგვიანებით მონოგრაფიის სახით გამოიცა. იოვან ცვიიჩი კასტროლოგიის ფუძემდებელი და სერბულ ეთნოგრაფიაში ანთროპოგეოგრაფიული მიმართულების მამამთავარია.

მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კვლევები განზოგადებულია შრომებში: „ბალკანეთის ნახევარკუნძული“ (ფრანგულ ენაზე, 1918, სერბულ ენაზე, ტ. 1-2, 1922). გარდა ამისა, ცვიიჩი სერბეთში გეოგრაფიული მეცნიერების ფუძემდებელია.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Das Karstphänomen, W., 1893;
  • Grundlinien der Geographie und Geologie von Mazedonien und Altserbien, Tl I, Gotha, 1908;
  • Bildung und Dislozierung der Dinarischen Rumpffläche, "Petermanns Mitteilungen", 1909, Bd 55, Tl 6—8;
  • Геоморфологиja, књ. 1—2, Београд, 1924—26.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]