ჟაკო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჟაკო | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Psittacus erithacus' | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ჟაკო, რუხი თუთიყუში (Psittacus erithacus), ფრინველი თუთიყუშისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. გავრცელებულია ეკვატორული აფრიკის ტყეებში. ბუდობს მაღალი ხეების ფუღუროებში, დებს 2 კვერცხს. ერთიანდება მრავალრიცხოვან გუნდებად (გამრავლების პერიოდის გამოკლებით) და დიდი ზიანი მოაქვს სიმინდისა და ბრინჯის ყანებისათვის. ჟაკოს აქვს ბგერათმბაძველობის უნარი, რის გამოც ტიპობრივ "გალიურ ფორმად" იქცა. ტყვეობაში ცოცხლობს 70 წლამდე.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 8, გვ. 238, თბ., 1984