ნესტორი (გვარი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნესტორი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Nestor | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ნესტორი (Nestor), ფრინველების გვარი თუთიყუშისნაირთა რიგისა. გვარში ამჟამად ახალ ზელანდიაში გავრცელებული 2 სახეობაა. კეა ანუ მთის თუთიყუში (Nestor notabilis), მუქი მწვანე ფრინველია, რომლის სიგრძე 50 სმ აღწევს. ბინადრობს მთებში, ტყის ზონის ზემოთ. ბუდეს იკეთებს კლდეთა ნაპრალებში. დებს 4 თეთრ კვერცხს. იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებითა და ნაყოფით, მწერებით და მათი ლარვებით. ხაფზულში საძოვრებზე ცხვრის გამოჩენის შემდეგ ზოგი კეა თავს ესხმის ხოლმე ცხვარს. მეორე სახეობა კაკა (Nestor meridionalis) ტანად შედარებით პატარაა. ბინადრობს ტყის ზონაში, ბუდობს ხის ფუღუროებში. ძირითადად მწერებით იკვებება.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 396, თბ., 1984 წელი.