| თბილისის მეტროპოლიტენი |
 |
| ინფორმაცია |
| ქვეყანა |
საქართველო |
| ქალაქი |
თბილისი |
| გახსნის თარიღი |
11 იანვარი 1966 |
| ხაზის სიგრძე |
26,4 კმ |
| სადგურთა რაოდენობა |
22 |
| ხაზთა რაოდენობა |
2 |
| მგზავრები დღეში |
600 ათასი |
| მგზავრები წელიწადში |
200 მილიონი |
| ხაზების სქემა |
 |
თბილისის მეტროპოლიტენი — სწრაფი ტრანზიტის მეტროს სისტემა თბილისში. ამჟამად თბილისის მეტროში 22 სადგურია განლაგებული ორ ხაზზე — დიდუბე-სამგორისა და საბურთალოს ხაზები. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება როგორც ძველი „ე“ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, „ელექტრო დეპო“ და „გლდანის დეპო“.
2005 წელს მეტრომ დაახ. 105,6 მილიონი ადამიანი გადაიყვანა[1]. ექსპლოატაციაში 186 ვაგონია და ორი დეპო. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4-ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება ორივე ხაზზე. ერთი მგზავრობის საფასური 50 თეთრია მთელი მგზავრობის პერიოდისთვის (სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის - 10 თეთრს, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა)[2]. ვაგონების სამუშაო საათებია დილის 6:00-დან ღამის 1:00-მდე, ვაგონთა შორის 4 წუთიანი და 2,5 წუთიანი (პიკის საათებში) ინტერვალებით.
ამჟამად თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია: აღდგენილია სადგურების უმრავლესობა და განახლებულია ელმავალ-ვაგონები. ქალაქის ბიუჯეტმა 2006 წელს პროექტისთვის 16 მილიონი ლარი გამოყო. 2005 წლიდან თბილისის მეტროს გენერალური დირექტორია ზურაბ კიკალიშვილი.
სისტემას სამომავლოდ განვითარების მასშტაბური გეგმა აქვს. მასში შედის მესამე ხაზის დამატება, რომელიც ვაკის რაიონს მოიცავს. ამით მას ტიპიური საბჭოთა ქალაქის სამკუთხა სამხაზიანი ცენტრში გადაკვეთილი ექვს ფრთიანი განლაგება ექნება. თუმცა მშენებარე სადგურების უმრაველოსობა ჯერჯერობით გაყინულია.
[რედაქტირება] ახმეტელი–ვარკეთილის ხაზი (19,6 კმ)
|
| # |
სახელი |
დაარსდა |
ტიპი |
| 1 |
ახმეტელის თეატრი, ყოფილი „გლდანი“ |
7 იანვარი, 1989 |
მიწისქვეშა |
| 2 |
სარაჯიშვილი |
7 იანვარი, 1989. |
მიწისქვეშა |
| 3 |
გურამიშვილი, ყოფილი „თემქა“ |
16 ნოემბერი, 1985. |
მიწისქვეშა |
| 4 |
ღრმაღელე |
28 ნოემბერი 1985 |
მიწისქვეშა |
| 5 |
დიდუბე |
11 იანვარი 1966 |
მიწისზედა, ღია |
| 6 |
გოცირიძე[3], ყოფილი ელექტროდეპო |
11 იანვარი 1966 |
მიწისზედა, ღია |
| 7 |
ნაძალადევი, ყოფილი „ოქტომბერი“ |
11 იანვარი 1966 |
მიწისქვეშა, პილონური ღრმა |
| 8 |
სადგურის მოედანი[3], ყოფილი ვაგზლის მოედანი |
11 იანვარი 1966 |
მიწისქვეშა, პილონური ღრმა, გადასასვლელი მეორე ხაზზე |
| 9 |
მარჯანიშვილი |
11 იანვარი 1966 |
მიწისქვეშა, პილონური ღრმა |
| 10 |
რუსთაველი |
11 იანვარი 1966 |
მიწისქვეშა, კოლონური ღრმა, |
| 11 |
თავისუფლების მოედანი, ყოფილი „ლენინის მოედანი“ |
6 ნოემბერი 1967 |
მიწისქვეშა, კოლონური ღრმა |
| 12 |
ავლაბარი, ყოფილი „26 კომისარი“ |
6 ნოემბერი 1967 |
მიწისქვეშა, პილონური ღრმა |
| 13 |
300 არაგველი |
6 ნოემბერი 1967 |
მიწისქვეშა, პილონური ღრმა |
| 14 |
ისანი |
5 მაისი 1971 |
მიწისქვეშა, კოლონური |
| 15 |
სამგორი |
5 მაისი 1971 |
მიწისქვეშა, კოლონური |
| 16 |
ვარკეთილი |
9 ნოემბერი 1985 |
მიწისქვეშა, კოლონური |
[რედაქტირება] საბურთალოს ხაზი (6,8 კმ)
|
| # |
სახელი |
დაარსდა |
ტიპი |
| 1 |
სადგურის მოედანი[3], გადასასვლელი პირველ ხაზზე, ყოფილი ვაგზლის მოედანი |
15 სექტემბერი, 1979 |
მიწისქვეშა, ღრმა |
| 2 |
წერეთელი[3], ყოფილი წერეთლის გამზირი |
15 სექტემბერი, 1979 |
მიწისქვეშა, კოლონური, ღრმა |
| 3 |
ტექნიკური უნივერსიტეტი[3], ყოფილი პოლიტექნიკური და პოლიტექნიკური ინსტ. |
15 სექტემბერი, 1979 |
მიწისქვეშა |
| 4 |
სამედიცინო უნივერსიტეტი[3], ყოფილი სამედიცინო ინსტიტუტი და კომკავშირული |
15 სექტემბერი, 1979 |
მიწისქვეშა |
| 5 |
დელისი, ყოფილი ვიქტორ გოცირიძე |
15 სექტემბერი, 1979 |
მიწისქვეშა |
| 6 |
ვაჟა-ფშაველა, ყოფილი ბახტრიონი |
2 აპრილი, 2000 |
მიწისქვეშა |
| 7 |
სახელმწიფო უნივერსიტეტი[3], ყოფილი უნივერსიტეტი |
მშენებარე (2014) |
მიწისქვეშა |
|
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში
? არის გვერდი თემაზე:
|
|
|
| მეტროპოლიტენები* |
|
|
| მეტროტრამები |
|
|
| ერთლიანდაგიანი რკინიგზა |
|
|
| მღვიმის რკინიგზა |
|
|
| მშენებარე |
|
|
| დაგეგმილი |
|
|
| მიტოვებული |
|
|
|
*დალაგებულია გახსნის თარიღის მიხედვით.
|
|