ზედობანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზედობანი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ბორჩხა
კოორდინატები 41°26′16″ ჩ. გ. 41°42′40″ ა. გ. / 41.43778° ჩ. გ. 41.71111° ა. გ. / 41.43778; 41.71111
ადრეული სახელები ზედუბანი, კინწურეთი, კინცხურეთი
ზედობანი — თურქეთი
ზედობანი

ზედობანი (თურქ. Zedoban; ქართ. ზედუბანი) — სოფელი ბორჩხის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბორჩხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. სოფელი დაარსდა 2018 წელს დერეიჩის (კინწურეთი) და ზედუბნის (ყოფილი იუქსექქოი) უბნების გაერთიანებით.[1]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ძველი სახელია ზედუბანი. სახელი შეცვლილია ქართული ზედაუბანიდან (ზედა უბანი) და თურქულში შევიდა როგორც ზედობანი. ზედობანი, რომელიც ადრე ცალკე სოფელი იყო, 1927 წლის წყაროში მოიხსენიება ზედუბნად.[2] 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს რუსებმა დაიპყრეს რეგიონი და სოფლის სახელწოდება ქართულის მიხედვით ჩაწერეს (Зедубани).[3] ქართველმა ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე, რომელიც ამ რეგიონს 1890-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ადმინისტრაციის დროს ეწვია, სოფლის სახელწოდებას ორი ფორმით წერს:ზედა უბანი და ზედუბანი.[4][5]

საქართველოში დღესაც არის რამდენიმე სოფელი, რომელიც ზედუბნის სახელს ატარებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ზედობანი ძველად კოლხეთის სამეფოს საზღვრებში იყო. ადრე და გვიან შუა საუკუნეებში რჩებოდა ქართული სამეფო-სამთავროების მმართველობის ქვეშ. XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს. 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ზედობანი ცარისტული რუსეთის ხელში გადავიდა. რუსების მიერ 1886 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ამ ომიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ, ზედობანი, სადაც 149 კაცი ცხოვრობდა, იყო სოფელი, რომელიც შედიოდა იყო ბათუმის ოკრუგის გონიოს რაიონში.[3]

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს რუსული არმიის გაყვანის შემდეგ ზედობანი 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში შედიოდა. 1921 წელს წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის დროს თურქეთის ჯარებმა აიღეს არდაჰანი, ართვინი და ბათუმი, მაგრამ ბათუმის შენარჩუნება ვეღარ შეძლეს. 1921 წლის 16 მარტს ანკარის მთავრობის მიერ საბჭოთა რუსეთთან ხელმოწერილი მოსკოვის ხელშეკრულებით ართვინი და არდაჰანი, მათ შორის ზედობანი, დარჩა თურქეთს.[6]

1926 წელს სოფელს სახელი შეუცვალეს და უწოდეს იუქსექქიოი (თურქ. Yüksekköy). 1933 წელს სოფელი მოიხსენიება როგორც ზედობანი სოფელი ჭოროხის პროვინციის ბორჩხის რაიონში.[7]

ზედობანი, რომელიც 1933 წლის შემდეგ ქარშიქიოის უბანად გადაიქცა, 2017 წელს პროვინციის კრების გადაწყვეტილებით დერეიჩის (კინწურეთის) უბნის დამატებით გადაიქცა სოფლად.[8]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედობანში ქართველი ქრისტიანები გვიან შუა საუკუნეებამდე ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა XVI საუკუნის მეორე ნახევარში ტაო-კლარჯეთის რეგიონი დაიპყრეს, დროთა განმავლობაში ხალხი ისლამზე გადავიდა. XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, რუსეთის მიერ რეგიონის დაპყრობის შემდეგ, 1886 წელს ჩატარებული აღწერით ზედობანში 33 კომლი, 149 ადამიანი ცხოვრობდა და მოსახლეობა მთლიანად ქართველებისგან შედგებოდა.[3][9] ქართველი ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე, რომელიც 1893 წელს ესტუმრა რეგიონს წერს, რომ ზედობანში სადაც 12 კომლი იყო, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ სოფლიდან 25 კომლი გადასახლდა.[4][5]

1922 წლისათვის ზედობანში 13 კომლი, 53 მაჰმადიანი ქართველი ცხოვრობდა.[10] სოფლის მოსახლეობა 1925 წლისათვის შედგებოდა 14 კომლისა და 73 კაცისგან, ამ მოსახლეობიდან 41 კაცი იყო, ხოლო 32 ქალი.[11]

2018 წელს დაარსებული ახალი სოფლის ზედობანის მოსახლეობა, რომელიც დერეიჩის (კინწურეთი) და ზედუბანის (ყოფილი იუქსექქიოი) უბნების შერწყმით დაარსდა, 161 კაცისგან შედგებოდა. აქედან 76 კაცი იყო, ხოლო 85 ქალი.[1]

სოფლის მოსახლეობა წლების მიხედვით
2020 113[12]
2019 103[12]
2018 161[12]
1926 73[13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Yılı Borçka İlçe Nüfusu” – T.C. Borçka Kaymakamlığı.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 Mart 2020. ციტირების თარიღი: 25 Mart 2020.
  2. Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumatı Umumiye, 1927, s. 119.
  3. 3.0 3.1 3.2 kazası (1886 Yılı)” (Rusça). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 25 Mart 2020.
  4. 4.0 4.1 Zakaria Çiçinadze, Müslüman Gürcülerin Osmanlı Ülkesine Büyük Göçü (Gürcüce), 1912, Tiflis, s. 136.
  5. 5.0 5.1 Zakaria Çiçinadze, Müslüman Gürcüler ve Gürcistan'daki Köyleri (Gürcüce), 1913, Tiflis, s. 149.
  6. Mustafa Kemal Atatürk, Nutuk, İstanbul, 1934, 2. cilt, s. 41.
  7. Köylerimiz, (Yayımlayan) Dahiliye Vekaleti, 1933, İstanbul, s. 802.
  8. Arşivlenmiş kopya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 Mart 2020. ციტირების თარიღი: 27 Mart 2020.
  9. Roland Topçişvili- İnga Ğutidze, XIX. Yüzyıl ve XX. Yüzyıl Başlarındaki Rus Belgelerinde Şavşeti ve Klarceti Yer Adları (Gürcüce-Türkçe-İngilizce), 2019, Tiflis, s. 53, ISBN 9789941485244.
  10. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, 2013, s. 275, ISBN 9786055708856.
  11. Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumatı Umumiye, 2010 (Birinci basımı 1927), s. 144, 181, ISBN 9789944197526.
  12. 12.0 12.1 12.2 Artvin Borçka Zedoban Köy Nüfusu Türkçe. Nufusune.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 Mart 2020. ციტირების თარიღი: 27 Mart 2020.
  13. Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumatı Umumiye, 2010 (Birinci basımı 1927), s. 144, ISBN 9789944197526.