ვუპერტალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ვუპერტალი
|
ვუპერტალი (გერმ. Wuppertal) — ქალაქი გერმანიაში, ჩრ. რაინ-ვესტფალიის მიწაზე. ექვემდებარება დიუსელდორფის ადმინისტრაციულ ცენტრს. მიეკუთვნება ფედერალურ მხარეს. მოსახლეობა შეადგენს 357 177 ადამიანს (2007 წლის 30 ივლისის მონაცემებით). უკავია 168,41 კმ² ფართობი. ოფიციალური კოდია - 05 1 24 000. ქალაქი იყოფა 10 რაიონად. აქ გაედინება მდ. ვუპერი.
სექციების სია |
ტრანსპორტი [რედაქტირება]
ვუპერტალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი სახეობაა - ვუპერტალის შეკიდული გზა, რომელიც წარმოადგენს მონორელსებიან შეკიდულ სისტემას ესტაკადებზე და ასრულებს მეტროპოლიტენის ფუნქციას. ქალაქში ასევე არის სარკინიგზო სადგური, შორ მანძილზე მიმავალი მატარებლებისათვის.