ვუპერტალის შეკიდული გზა
ვუპერტალის შეკიდული გზა (გერმ. Wuppertaler Schwebebahn) - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა ქალაქ ვუპერტალში, რომელიც წარმოადგენს მონორელსიან, ორლიანდაგიან, შეკიდულ სისტემას ესტაკადებზე. გააჩნია 20 სადგური. საერთო სიგრძეა - 13,3 კმ..აქედან 10 კმ. გადის მდ. ვუპერზე, 12 მ. სიმაღლეზე. დანარჩენი 3,3 კმ. კი - ქალაქის ქუჩებზე, 8 მ. სიმაღლეზე. მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე - 60 კმ/სთ-ია. გზა აშენდა 1900 წელს და ექსპლუატაცია გაეწია 1901 წელს. გზის ოფიციალური სახელია - გერმ. Einschienige Hängebahn System Eugen Langen (ოიგენ ლანგენის მონორელსური შეკიდული გზის სისტემა).
[რედაქტირება] ინციდენტები და ავარიები
ინციდენტი სპილოსთან
ყველაზე უჩვეულო შემთხვევა გზის არსებობის ისტორიაში მოხდა 1950 წლის 21 ივლისს. ამ დღით ცირკის დირექტორმა Althoff-მა, რეკლამირების მიზნით, გადაწყვიტა მონორელსით გაესეირნებინა სპილო ტუფი. სადგურ Alter Markt-ზე სპილო აიყვანეს ვაგონში. როგორც ჩანს, მგზავრობის იდეა სპილოს არ ხიბლავდა. გამგზავრებიდან ცოტა ხანში, სპილომ კედელი გაანგრია და ვაგონიდან გადავარდა. საბედნიეროდ, იმ დროს, მატარებელი მდინარეზე გადიოდა. ტუფი 5 მ. სიმაღლიდან ჩავარდა მდინარეში და სერიოზულად არ დაშავებულა. ინციდენტის შედეგად, პანიკაში ჩავარდნისგან, რამდენიმე მგზავრმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ფოტოსურათები და სტატიები მომხდართან დაკავშირებით
- სურათები კომენტარებით
- ოფიციალური საიტიინგგერმ.
- ფოტოსურათები, ისტორია, ტექნიკური მონაცამები ინგგერმ.
- გზა საიტზე urbanrail.net ინგ.