ვიტალი თაყაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტალი თაყაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1978
დაბადების ადგილი სოფ. ხელთუბანი, გორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 7 აგვისტო, 2008 (30 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოფ. ავნევი, თიღვის მუნიციპალიტეტი, საქართველო
კუთვნილება საქართველოს შეიარაღებული ძალები
წოდება კაპრალი
ბრძოლები/ომები რუსეთ-საქართველოს ომი (2008)
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ვიტალი თაყაძე (დ. 28 ივნისი, 1978, სოფ. ხელთუბანი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი — გ. 7 აგვისტო, 2008, სოფ. ავნევი, თიღვის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე. კაპრალი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.[1]

სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ კონტრაქტით შევიდა საქართველოს შეარაღებულ ძალებში.[2] კოსოვოში გააგზავნეს 3 წლის ვადით, თუმა სამხედრო ნაწილის დაშლის გამო იქ მხოლოდ 8 თვე იმსახურა. ამის შემდეგ 4 წლით გააგრძელა ჯარში მსახური, თავიდან ვაზიანში მსახურობდა, შემდეგ — გორში. ცხინვალის რეგიონში სიტუაციის დაძაბვის გამო, 2008 წლის პირველ აგვისტოს გამოიძახეს. დაიღუპა 7 აგვისტოს, სოფელ ავნევთან, კეფაში მოხვედრილი ჭურვის ნასხლეტისაგან. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ვიტალი თაყაძე. საქართველოს სამხედრო ისტორია. history.mod.gov.ge. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2020.
  2. ვიტალი თაყაძე — 2008 წლის ომის გმირის ისტორია. radiomosaic.ge (1 ივნისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-27. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2020.