ვეფხვი (ტანკი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bundesarchiv Bild 101I-299-1805-12, Nordfrankreich, Panzer VI (Tiger I).jpg
ესესის პირველი სატანკო დივიზიის კუთვნილი Tiger I საფრანგეთში.
PzKpfw VI «Tiger» "ტიგერ"
კლასიფიკაცია მძიმე ტანკი
საბრძოლო წონა, ტ 56,9
ეკიპაჟი, კაცი 5 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1942—1944
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1942-1945
გამოშვების რაოდენობა 1,347
ძირითადი ოპერატორები ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
ზომები
სიმაღლე, მმ 2885
კლირენსი,მმ 470
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი ფოლადის
კორპუსის კიჩო, მმ/გრად. 82 მმ
კორპუსის კიჩო (ზედა), მმ/გრად 82 / 8°
კორპუსის კიჩო (ქვედა), მმ/გრად. 82 / 48°
კორპუსის სახურავი, მმ 28 მმ
იარაღის ნიღაბი, მმ/გრად. 90 / 0°
კოშკურის კიჩო, მმ/გრად. {{{კოშკურის კიჩო}}}
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 88-მმ KwK 36 L/56
ქვემეხის ტიპი დახუთხვლულიანი
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 92 ჭურვი
ВН კუთხეები, გრად. −6,5…+17°
ტყვიამფრქვევები 2—3 × 7,92-მმ MG-34
სხვა შეიარაღება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმტყორცნი ტიპი "S" (ნაღმი ფეთქდება 5-7 მეტრის სიმაღლეზე,ამის შემდეგ სხვადასხვა ნამსხვრევებით აზიანებს ქვეითს.გამოიყენებოდა მხოლოდ ახლო მოქმედებისთვის)
მობილურობა
ძრავის ტიპი 12 ცილინდრიანი HL230P45 V
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 700
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 11,4
საკიდრის ტიპი ტორსიონული
მუხლუხების სიგანე, მმ 725
კედლის გადალახვა, მ 0,79
თხრილის გადალახვა, მ 2,3
გუბის გადალახვა, მ 1,2

Tiger I (ტიგერ)მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მძიმე ტანკი. წარმოება 1942 წელს დაიწყო. ტანკის სრული სახელია Panzerkampfwagen VI Tiger Ausf.E. შექმნილია სპეციალურად საბჭოთა T-34 და KV გასანადგურებლად. "ტიგერ"ს (ვეფხვს) პირველად დაუყენდა 88 მმ-იანი ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხი, რომელიც ძალიან ეფექტიანი იყო როგორც საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ, ისევე ტანკების და სხვა საშუალებების წინააღმდეგ .

ომის დროს "ვეფხვები" გამოიყენებოდა ყველა ფრონტზე და ისინი დამოუკიდებელ "აბტაილუნგებად" (ბატალიონებად) იყვნენ დაყოფილნი. ეს ტანკი მეორე მსოფლიო ომში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისი წარმოება ძალიან რთული იყო, ასევე ძალიან ძვირი ჯდებოდა და დიდ დროს მოითხოვდა მისი აწყობა. გარდა ამისა, რთული იყო დაზიანებული ტანკის აღდგენა და ასევე მცირე მოქმედების რადიუსიც ჰქონდა. ვინაიდან ჰქონდა ძალიან რთული, მრავალბრბლიანი შასი,ასევე უჭირდა თოვლში და ტალახში გადაადგილება, რა დროსაც მანქანა ხშირად იჭედებოდა და იყინებოდა. თუმცა ტანკი ძალიან კარგად იყო დაჯავშნული და რთული იყო მისი განადგურება საშუალო მანძილიდანაც კი. ამ ბევრი პრობლემის გამოსასწორებლად დაიწყეს მისი მოდერნიზებული ვარიანტის Tiger II (ტიგერ–ბე, ან ტიგერ მეორე, აგრეთვე "მეფე–ვეფხვს" ეძახოდნენ) წარმოება. ახალ ვერსიას სახელი Tiger ფერდინანდ პორშემ მიანიჭა, ხოლო ლათინური ასოები მოგვიანებით დაემატა.

სულ 1347 ტანკი Pz.VI Ausf.H და Pz.VI E "Tiger" აიწყო 1942-44 წლებში, ხოლო დღეს დღეისობით ძალიან მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შექმნის ისტორია[რედაქტირება]

მძიმე ტანკზე მუშაობა ჯერ კიდევ 1937 წელს დაიწყო, იმ დროისთვის ვერმახტს საერთოდ არ გააჩნდა მძიმე ტანკი და საერთოდ მძიმე ტანკი მხოლოდ საბჭოთა კავშირის (ხუთკოშკურიანი Т-35 (ტე–35)) და საფრანგეთის (Char B1 (შარ–ბე1–ბის)) შეიარაღებაში იყო,ახალ გერმანულ სამხედრო დოქტრინაში რომელიც სწრაფ და მარდ ბრძოლას ითვალისწინებდა არ იყო ადგილი მძიმე ტანკებისთვის, ამიტომაც ყურადღებას არავინ აქცევდა მძიმე ტანკის პროექტს.1930–იანი წლებში ერვინ ადერსი იყო პირველი კონსტრუქტორი ფირმა ჰენშელში (Henschel) რომელმაც შექმნა 30 ტონიანი გამრღვევი ტანკის (Durchbruchwagen) პროექტი.1941-42 წლებში შეიქმნა მხოლოდ 2 პროტოტიპი, DW1 და DW2.პირველი პროტოტიპი კოშკურის გარეშე იყო, ხოლო მეორეს PzKpfw IV კოშკურა ეყენა.პროტოტიპების მაქსიმალური ჯავშანი 50მმდე იყო.

პორშეს პროტოტიპი

ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ ნათელი გახდა რომ გერმანელებს სატანკო პარკი უნდა განეახლებინათ. გერმანული საშუალო ტანკი PzKpfw IV Ausf. E-F ბევრად ჩამოუვარდებოდა საბჭოთა T-34 ხოლო KV ანალოგი კი საერთოდ არ გააჩნდა.კავე და T-34 გერმანელებს დაანახა რომ მხოლოდ სიმარდე და კარგი ერგონომიკა ვერ აანაზღაურებდა PzKpfw IV Ausf. E-F-ის მსუბუქ ჯავშანს და სუსტ მოკლელულიან ქვემეხს. ომის დასაწყისში გერმანიის შეიარაღებაში უმეტესად სწორედ PzKpfw IV Ausf. E-F და PzKpfw III შედიოდნენ,ომის დასაწყისში საბჭოთა ჯარები სრულ ქაოსში იყვნენ და გერმანული ახალი ტაქტიკაც კარგად მუშაობდა,თუმცა დროთა დრო საბჭოთა არმია თავდაცვით ხაზებს აწყობდა,სწორედ ამ დროს ყველაზე მეტად იყო საჭირო მძიმე ტანკი რომელიც ჯავშნის და ქვემეხის წყალობით გაარღვევდა ამ ხაზებს.ამ მიზეზით დაიწყეს ტანკების განვითარება ორი გზით.პირველი იყო ის რომ მათ უნდა განეახლებინათ უკვე შეიარაღებაში მქონე ტანკები (PzKpfw III და PzKpfw IV), ხოლო მეორე კი შეექმნათ KV (კავე) ტანკის ანალოგი.

ტანკზე მუშაობა ორმა ცნობილმა ფირმამ ჰენშელმა და პორშემ დაიწყო, გამრღვევი ტანკის წონა უნდა ყოფილიყო 45 ტონა. ჰენშელის ფირმას უკვე ჰქონდა პირველი პროტოტიპები შექმნილი (DW1 და DW2) მაშინ როცა ფერდინანდ პორშე პირველად იწყებდა ტანკზე მუშაობს და არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. პირველი ვერსიები 1942 წლის 20 აპრილს წარადგინეს — ფიურერის დაბადების დღეს. ერვინ ანდერსმა (ფირმა ჰეინშელის კონსტრუქტორი) ტანკის ასაგებად ტრადიციული გერმანული სკოლის გზა აირჩია,მან ისეთივე დაწყობა–დალაგება დააყენა როგორიც PzKpfw IV ჰქონდა,მუხლუხოები «Hanomag» ფირმის იყო (ამ ფირმის მუხლუხებს იყენებდნენ ჯავშანმზიდებისათვის). ჰენშელის პროტოტიპმა VK4501 (H) სახელი მიიღო.

ფერდინანდ პორშე საკმაოდ ცნობილი კონსტრუქტორი იყო მანქანათ ინდუსტრიაში და აწყობდა ყველა ტიპის მანქანას მათ შორის სპორტულსასაც კი.პორშეს პროტოტიპზე პირველად იქნა დაყენებული მაღალი ხარისხის დაკიდების სისტემა,ასევე ელექტრონული ტრანსმისია.ჰენშელის პროტოტიპთან შედარებით პორშეს ვერსია ბევრად უფრო მეტ დეფიციტურ ფერად ლითონს შეიცავდა ვიდრე ჰენშელისას.მისმა ტანკმა სახელი VK4501 (P) მიიღო.ორივე კონსტრუქტორის პროტოტიპების წარდგენის შემდეგ ჰიტლერმა, ყოველგვარი გამოცდის გარეშე და კომისიისდა დამოუკიდებლად უპირატესობა ჰენშელის ვერსიას მიანიჭა.

ჰენშელის ვერსიას ბევრად უკეთესი სავალი ნაწილი ჰქონდა,ასევე შედარებით უფრო იაფი იყო დამზადება.ჰენშელის ფირმას კოშკურაზე მუშაობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული, ჰენშელის ვერსიას კოშკურაზე უნდა დაყენებულიყო KWK L/70 7,5 cm ქვემეხი რომელიც 1942 წლისთვის მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებდა.იმის გამო რომ პორშეს უკვე დამთავრებული ჰქონდა კოშკურა, ამიტომაც გადაწყვიტეს დაეყენებინათ სწორედ პორშეს პროტოტიპის ქვემეხი.ამ ყველაფრის შერწყმის შემდეგ შეიქმნა პორშეს და ჰენშელის ნაჯვარი (ჰიბრიდი), რომელსაც ვოგვიანებით Pz VI «Tiger» Ausf E ეწოდა.

ქვემეხი და ჯავშანი[რედაქტირება]

Tiger I-ს ჯავშანი მოწინააღმდეგის ჭურვის მოხვედრის შემდეგ
8.8 cm KwK 36 ტიპის ქვემეხი

Tiger I-ს წინიდან 100მმ–იანი ჯავშანი აქვს,კოშკურაზე 120მმიანი, გვერდების ჯავშნი 82მმდეა ასევე 80მმია კოშკურის გვერდებზე,ქვემოდან და ზემოდან ჯავშანი 28მმია, თუმცა 1944 წლისთვის ზემოდან ჯავშნის ზომა გაიზარდა 40 მმ–დე.

ტანკს შეიარაღებაში ძალიან ძლიერი 88 მმ KwK 36 L/56 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხი ჰქონდა, რომელიც მთელი ომის განმავლობაში ერთერთი საუკეთესო იყო ტანკებთან ბრძოლისას.ომის დროს ბრიტანელებმა გამოსცადეს ტანკ "ტიგერის" ქვემეხი და შემდეგი შედეგი მიიღეს: ტანკმა 1100 მეტრიდან 18 გასროლიდან მიზანს 16 გაარტყა,თუმცა ცნობილია რომ ტანკს 4 კილომეტრიდანაც კი გაურტყამს მოწინააღმდეგის ტანკისთვის.

30 გრადუსიანი კუთხის მოხვედრისას Tiger I შეეძლო 2100 მეტრიდან გაეხვრიტა M4 Sherman (ემ 4 შერმან) , ,საბჭოთა T-34 (ტე–34) 1400–2000, ხოლო საბჭოთა მძიმე IS-2 კი ხვრიტავდა 800-1500 მეტრიდან.საბჭოთა T-34 76მმ–იან ქვემეხს საერთოდ არ შეეძლო გაეხვრიტა Tiger I ჯავშანი,თუმცა გვერდზე მოხვედრისას ჯავშანმხვრეტავი ქვეკალიბრიანი ჭურვით შეეძლო 500 მეტრიდან გახვრეტა. T34/85 85მმიან ქვემეხს შეეძლო წინიდან გაეხვრიტა 120-200 მეტრიდან, ხოლო მძიმე IS-2 კი 800-1200 მეტრიდან.

ამერიკულ ემ4 "შერმანის" 75მმ ქვემეხს წინიდან ვერ შეეძლო გაეხვრიტა Tiger I ჯავშანი,თუმცა გვერდეებში მოხვედრისას 100 მეტრიდან თუ შეძლებდა მის გახვრეტას.ბრიტანულ M4 Sherman ფაირფლაის რომელსაც ახალი 76,2 მმ–იან ("ჩვიდმეტგივანქიანი") ქვემეხი ეყენა, შეეძლო გაეხვრიტა 1000 მეტრიდან.ა.შ.შ.–ს არმიის ანტი ტანკებს, რომლებსაც 90მმ–იანი ქვემეხი ეყენათ (M36 Jackson (ემ36 ჯექსონ), M26 Pershing (მძიმე ტანკი ემ 26 პერშინგ) და M2 AA/AT ) შეეძლოთ 1000 მეტრიდან წინი (ფრონტალური) ჯავშნის გახვრეტა, ხოლო ჯავშანმხვრეტავი ქვეკალიბრიანი ჭურვით კი 2000 მეტრიდან.

საბრძოლო ისტორია[რედაქტირება]

პირველი შეხვედრა[რედაქტირება]

1943 წელი.გეორგი ჟუკოვი ათვალიარებს ნაალაფარ გერმანულ ტანკს

1942 წლის 23 აგვისტოს დილას,პირველი ოთხი "თიგერი" სარკინიგზო ტრანსპორტით გაიგზავნა აღმოსავლეთის ფრონტზე. ტანკების პირველი საბრძოლო გამოცდა ლენინგრადის ფრონტზე უნდა მომხდარიყო. 27 აგვისტოს დილას წითელმა არმიამ ლენინგრადში დაიწყო ოპერაცია სინოვიანკსი. 29 აგვისტოს "თიგერები" ჩამოიტვირთა სადგურზე და უნდოდათ გამოიყენებინათ კონტრშეტევაზე გადმოსული წითელი არმიის წინაღმდეგ, თუმცა ახალი ტანკები მალევე წყობრიდან გამოვიდნენ. 2 ტანკს გადაცემათა კოლოფი მოეშალა ხოლო მესამეს ძრავა გადაუხურდა და დაეწვა. ტანკების შესაკეთებლად სპეციალურად თვითმფრინავი ჩაფრინდა, გერმანელებს უნდოდათ მაქსიმალურად სწრაფად შეეკეთებინათ და სრულ მწყობრში ჩამდგარიყო დაზიანებული სამი ტანკი. 15 სექტემბერს კი ტანკები უკვე მზად იყო ბრძოლისთვის.

22 სექტემბერს PzKpfw III ერთად განახორციელეს პირველი შეტევა ახალი "თიგერ"–ებით. ბრძოლისას ერთ ერთ თიგერს 122 მმ–იანი მძიმე 25–კილოგრამიანი ჭურვი მოხვდა, რის გამოც ძრავა გაეთიშა. დანარჩენმა სამმა უკან დაიხია სერიოზული დაზიანებებით, რის გამოც ტანკები მალევე მწყობრიდან გამოვიდნენ, მეოთხე ტანკის ევაკუაცია ვერ მოხერხდა, ის რატომღაც არ ააფეთქეს, რის შემდეგადაც წითელმა არმიამ ჩაიგდო ხელში შესასწავლებლად.

ამის შემდეგ ტანკი "ტიგერი" 1943 წლის 12 იანვარს ნახეს, რა დროსაც ტანკმა 12 T-34 (ტე–34) გაანადგურა.

ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისას წითელმა არმიამ ხელთ იგდო თითქმის სრულიად დაუზიანებელი ერთი "თიგერი", რომელშიც ყველაფერი წესრიგში ჰქონდა,მათ შორის ტექნიკური პასპორტიც კი.

ოპერაცია "ციტადელი" – კურსკის ბრძოლა[რედაქტირება]

1943 წელს ტანკმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთის ფრონტზე კურსკის ბრძოლაში. სულ 148 "თიგერი" მონაწილეობდა და მათი მიზანი უმეტესად კარგად დაცული პოზიციების გარღვევა იყო. ტანკს ძალიან ეფექტურად იყენებდნენ და უამრავი ჯავშანტექნიკის განადგურება შეძლეს. მაშინ, როდესაც გერმანულ ტანკ ძალიან შორიდან შეეძლო საბჭ0თა ტანკის განადგურება, ამ დროს საბჭოთა ტანკებს სჭირდებოდათ მასთან ახლოს მიახლოვება და გვერდებებზე სროლა, რათა ტანკი დაეზიანებინათ. ოპერაცია "ციტადელის" შედეგად განადგურდა 8800 საბჭოთა ტანკი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.

ჩრდ.აფრიკა[რედაქტირება]

ტუნისის ბრძოლებისას

ალ-ამეინის მეორე ბრძოლისას ერვინ რომელმა დამარცხება განიცადა და იძულებულნი შეიქმნენ უკან დაეხიათ. ჰიტლერმა ამ მიზეზით კი ტუნისში ახალი "თიგერები" გააგზავნა. 1942 წლის 1 დეკემბერს პირველა შეტევა განხორციელდა თაიგერებით, ბრძოლისას 150 მეტრიდან "ტიგერმა" 2 M3 Lee (ემ3 ლი) გაანადგურა. შემდეგ დღეს გაანადგურა 4 ტანკ საწინააღმდეგო ქვემეხი,6 მსუბუქი ტანკი M3 Stuart და 2 ნახევრად მუხლუხა ჯავშანტრანმზიდი. ერთი კვირის განმავლობაში "ტიგერებმა" გაანადგურეს 25 ქვემეხი,9 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და ჯავშანმზიდი, 7 ტანკი, 125 სატვირთო მანქანა, 2 ჯავშანავტომობილი და ტყვედ აიყვანეს 235 სამხედრო პირი.

ტუნისის ბრძოლებისას 20-24 აპრილს "ტიგერებმა" 75 მოწინააღმდეგის ტანკი გაანადგურეს, თუმცა ბრძოლა მაინც წააგეს. ზოგის აფეთქება ეკიპაჟმა მოასწრო, თუმცა რამდენიმე მაინც ხელში ჩაუვარდათ მოწინააღმდეგეს.

მოკავშირეთა პასუხი[რედაქტირება]

ტუნისის ბრძოლებისას

აშშს არმია მცირედით თუ მოემზადა მძიმე გერმანულ "ტიგერთან" საბრძოლველად, ამის მიზეზი უმეტესად ის იყო რომ ისინი ფიქრობდნენ რომ მათ ფრონტზე "ტიგერები" მცირე რაოდენობით თუ მიიღებდა მონაწილეობას. ამის გამო მოკავშირეთა შეიარაღებას მისი განადგურება უჭირდა, კერძოთ 900 მ მანძილიდან ხვრიტავდა ჯავშანმხვრეტავი ჭურვით 76,2მმ M1 ქვემეხი, შორი მანძილიდან კი 90მმ M1/M2/M3, ეს ქვემეხი შედარებით მოგვიანებით ჩაერთვნენ ომში და დაყენებული იქნა M36 ანტიტანკზე და M26 Pershing-ზე.

M26 Pershing-ს პირველი მსხვერპლი

ახალ ტიპის ომში შედარებით უფრო გამოცდილმა ბრიტანეთმა თავიანთი ტანკებს 1942 წლიდან გაუძლიერე ჯავშანი და შეიარაღება. Ordnance QF 17 pounder ტიპის ქვემეხზე მუშაობა 1940 წელს დაიწყო და 1942 წლისთვის უკვე 100 მსგავსი ქვემეხი იყო მზად. ახალი ქვემეხები აფრიკაში გაიგზავნა და წარმატებით ებრძოდა გერმანულ "ტიგერს".

ბრიტანული კრეისერული ტანკები ძალიან ჩამოუვარდებოდნენ გერმანულ ტანკებს ამიტომაც ახალ ტანკზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო, თუმცა 1942 წლისთვის A30 Challenger -ის მხოლოდ პროტოტიპი იყო შექმნილი,ქვემეხად Ordnance QF 17 pounder ეყენა , თუმცა ჯავშანი მხოლოდ 64 მმ იყო რაც ძალიან ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგის ტანკებს. მხოლოდ 200 მსგავსი ტანკი აიწყო. Sherman Firefly რომელიც ასევე 17 pounder 76,2 მმ ქვემეხით იყო შეიარაღებული საკმაოდ წარმატებულად იბრძოდა "ტიგერების" წინააღმდეგ (ერთ ერთ შეტაკებაში ერთმა Sherman Firefly 12 წუთის განმავლობაში 3 "ტიგერი" გაანადგურა). სულ 2000მდე Sherman Firefly დამზადდა.

17 pounder დაყენებული ჰქონდა A30 Challenger,A34 Comet, Sherman Firefly, 17pdr SP Achilles, და 17pdr SP Archer.

საბჭოთა კავშირს "ტიგერმა" აიძულა 57 მმ ZiS-2 ტიპის ქვემეხის წარმოების განახლება რომელიც 1941 წელს შეჩერდა (ჩაანაცვლეს უფრო იაფი შეიარაღებით). ZiS-2 ბევრად უკეთ შეეძლო გაეხვრიტა თაიგერის ჯავშანი ვიდრე F-34 ტიპის ქვემეხს. მსგავსი ქვემეხი T-34 დაყენდა თუმცა სერიულად არ უწარმოებით. 85 მმ 52-K ქვემეხი სპეციალურად ტანკებთან ბრძოლისთვის გადაკეთდა და SU-85-ზე დაყენდა. 1944 წლისთვის უკვე გაძლიერებული T-34/85 გამოჩნდა,ახალ ვერსია უკვე SU-85-ს დონე იყო,85 SU-100-მა ჩაანაცვლა რომელსაც უფრო ძლიერი 100მმ ქვემეხი ეყენა,ახალი ანტი-ტანკი 135მმ ჯავშანს შვეულად მოხვედრისას 500 მეტრიდან ხვრიტავდა. აგრეთვე სა,ჭოეთში 1944 წ.სექტემბრიდან დაიწყო 100მმ–იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის "დე–10–ეს" –ის წარმოება.

1943-44 წლებში ახალი საბჭოთა მძიმე თვითმავალი საარტილერიო დანადგარები SU-152 და ISU-152 გამოჩნდნენ. მათ შეიარაღებაში 152,4 მმ ჰაუბიცი–ქვემეხი იყო, თუმცა მათ უფრო ფორტიფიკაციული ნაგებობების გასანადგურებლად იყენებდნე ვიდრე ტანკებისას. თუმცა ომის ბოლოსთვის აღმოაჩინეს რომ 152 მმ–იანი ქვემეხი ძალიან ეფექტიანი იყო მძიმე ტანკების წინააღმდეგ და მეტსახელად ზვერობოი (მხეცის მკვლელი) შეარქვეს. 152,4 მმ ჭურვი 45 კილოგრამს იწონიდა და 1000 მეტრიდან ადვილად ხვრიტავდა "ტიგერს" სტანდარტული ჭურვით, თუმცა ჭურვის წონა და კალიბრი საშუალებას არ აძლევდა 20 ჭურვზე მეტი წაეღო და სწრაფი ცეცხლი ეწარმოებინა. მაგრამ ანტინაცისტური კოალიციის გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში მოპოვებული იქნა მხოლოდ ამიტომ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბჭოეთსა და დიდ ბრიტანეთში წარმოებული იყო 10–ჯერ მეტი ტანკი ვიდრე ნაცისტურ რაიჰში.

ასები[რედაქტირება]

წარმოება[რედაქტირება]

ერთი ტანკ "ტიგერის" წარმოება ჯდებოდა 300 000 რაიხსმარკა (უდრის 7 000 მუშის თვიურ ხელფასს).

წარმოება PzKpfw. VI Tiger
იანვ. თებ. მარტი აპრ. მაისი ივნისი ივლისი აგვ. სექ. ოქტ. ნოემ. დეკ. სულ
1942 1 8 3 11 25 30 78
1943 35 32 41 46 50 60 65 60 85 50 60 65 649
1944 93 95 86 104 100 75 64 6 623

1942-44 წლებში სულ გამოშვებული იქნა 1350 (სხვა მონაცემებით 1354) ტანკი თაიგერი.

ვარიანტები[რედაქტირება]

ტანკის ბაზაზე მცირე შეიარაღება არის შექმნილი,მათ შორის არის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Sturmtiger. ასევე ტანკ სარემონტო მანქანა პორშე ვეფხვი 1 და პორშე ვეფხვი 2,ეს მანქანები შედიოდნენ 654-ე ტანკსაწინააღმდეგო დივიზიაში რომელიც დაკომპლექტებულნი იყვნენ Ferdinand/Elephant-ბით იყვნენ. იტალიაში შექმნეს საინჟინრო ტანკი რომელიც ნაღმების ასაფეთქებლად იყენებდნენ და გზას ასუფთავებდნენ.ქვემეხის მაგივრად ამწე ჰქონდა დამონტაჟებული.

მომხმარებლები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Jentz, Thomas L. (1997). Germany's Tiger Tanks: Tiger I & II : Combat Tactics. Atglen, PA: Schiffer Publishing. ISBN 978-0-7643-0225-1.
  • Carius, Otto and Edwards, Robert J (2003). "Tigers in the Mud - The Combat Career of German Panzer Commander Otto Carius". Stackpole Books. ISBN 978-0-8117-2911-6

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Kliment, C.K. and Bernád, D. (2007): Maďarská armáda 1919-1945 (n.b.- The source mentions that perhaps 15 vehicles had been delivered but only 13 are accounted for in the Hungarian Army sources)