ვარდკაჭაჭა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cichorium intybus

ვარდკაჭაჭა (Cichorium), ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 8-10 სახეობას, რომლებიც ველურად იზრდება ყოფილ სსრკ-ის სამხრეთ და შუა ზოლში, თითქმის მთელ დასავლეთ ევროპაში, წინა აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. შეტანილია ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში.

საქართველოში ველურად გვხვდება ვარდკაჭაჭას მხოლოდ ერთი სახეობა - Cichorium intybus. მრავალწლოვანი მცენარეა. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყისპირებსა და ნათესებში. აქვს ცისფერი ან თეთრი ყვავილები, მთავარღერძიანი, გრძელი ფესვი, რომელიც კულტურის ფორმებში ძირხვენად არის სახეცვლილი. ფესვებს იყენებენ ყავის სუროგატად ("ციკორი"), აგრეთვე სპირტისა და შაქრის (ფრუქტოზის) მისაღებად.

ძირხვენა შეიცავს დაშაქრებულ ნახშირწყლებს (23%), ძირითადად ინულინს (60%-მდე), აგრეთვე გლიკოზიდ ინტიბინს. Cichorium endivia ერთ- ან ორწლოვანია. ცნობილია მხოლოდ კულტურაში. დასავლეთ ევროპაში მოჰყავთ სასალათედ. თაფლოვანია.

გამოყენება[რედაქტირება]

გამოიყენება ღვიძლის დაავადებისას, სიყვითლისას, როგორც შარდმდენი საშუალება, ელენთის გადიდებისას და ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებისას, თირკმლების დაავადებისას. ვარდკაჭაჭა ითვლება კარგ სისხლგამწმენდ და ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელ საშუალებად, ვარდკაჭაჭას ფესვი — ნატურალური ყავის შესანიშნავი შემცველია ან შესაძლებელია მისი ყავაში დანამატის სახით გამოყენება. ნაზი და სურნელოვანი მწვანილის მიღებისათვის სარგებლობენ ვარდკაჭაჭას სასალათე ხარისხით, ბალახს ყვავილებთან ერთად ამზადებენ ივლის-სექტემბერში და სწრაფად ახმობენ.

ყველაზე უფრო ვარდკაჭაჭა გამოიყენება როგორც მწარე გემოს მისაღები აპეტიტის გამოწვევისა დვა კუჭისა და ნაწლავების მოქმედების გაუმჯობესებისათვის, გასტრიტების და კოლიტების დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 300, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იმერეთის სამკურნალო ფლორა