გასტრიტი
| ეს სტატია ან სურათი წამოყენებულია წაშლის კანდიდატად.
თუ ეს გვერდი არ პასუხობს სწრაფი წაშლის კრიტერიუმებს, ან თქვენ აპირებთ მის გასწორებას, გთხოვთ მოხსნათ ეს მითითება, მაგრამ არ მოხსნათ ეს მითითება გვერდებიდან, რომლებიც თქვენი შექმნილია. ამოღების ნაცვლად მის ქვეშ ჩასვით:
|
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|გასტრიტი}} |
კუჭი საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ–ერთი ძირითადი ორგანოა. აქ გროვდება დაღეჭილი, ნერწყვთან არეული საკვები და იწყება მისი ქიმიური გადამუშავება - მონელება. საკვები ნივთიერებების მონელება ფერმენტების ზეგავლენით ხორციელდება. მათი აქტიური მოქმედებისთვის საჭიროა კუჭის წვენის მარილმჟავა. შემდეგ საჭმლის მონელება ნაწლავებში გრძელდება და ნაწლავებშივე ხდება ნივთიერებების შეწოვა. გასტრიტი სხვადასხვა წარმოშობის კუჭის დაზიანებებს ეწოდება. მწვავე გასტრიტის მიზეზია კუჭში სხვადასხვა მავნე ნივთიერებების ან ბაქტერიების მოხვედრა. გასტრიტის მიზეზი შეიძლება იყოს ზედმეტი რაოდენობით მიღებული საჭმელი, ზედმეტად ცხიმიანი კერძი, ძნელად მოსანელებელი ბოსტნეული, მკვახე ხილი. მწვავე გასტრიტი უფრო დაღლილ და მშიერ ადამიანს ემართება, როდესაც ადამიანი მთელი დღის განმავლობაში არაფერს არ ჭამს და მერე ერთბაშად ვახშმად იღებს საკვების დიდ რაოდენობას. უჩვეულო საკვებს მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. ასე ემართება მაგალითად ჩრდილოეთიდან ჩამოსულ ადამიანს, როდესაც ის მკვახე ხილს, ანს ცხარე კერძს დაეძალება. მწვავე გასტრიტი ვითარდება თუ ადამიანი შეჭამს უხარისხო პროდუქტს, ან თუ კერძს შეერევა რაიმე უცხო ნივთიერება, მაგალითად მოუკალავი სპილენძის ჭურჭლიდან. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მოშხამვას ისეთი საჭმლით, რომელშიც გამრავლებულია სხვადასხვა მავნე ბაქტერია. ეს მიკრობები ხვდება სანოვაგეში ჰიგიენური წესების დარღვევის შედეგად: დაუბანელი ხელებიდან, გაუსუფთავებელი ფრჩხილებიდან, ჭუჭყიანი გასახვევი ქაღალდიდან და ცუდად გახეხილი ქვაბიდან; ისინი გადააქვთ ბუზებს, ტარაკანებს, თაგვებს. ბაქტერიები მრავლდებიან პროდუქტის და გამზადებული კერძის თბილ ადგილას შენახვისას. მაცივარშიაც კი, თუ კერძს დიდხანს შევინახავთ. ამგვარი მოწამვლისას ხორცის კერძებით, შაშხით, ძეხვეულით, თევზით, კონსევით, გამზადებული კერძებით, კრემიანი ნამცხვრით, უჰაერობის დროს ვითარდება ბოტულიზმის ბაქტერია, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებას იწევს. მწვავე გასტრიტის მოვლენები მკვეთრად ვლინდება სიმთვრალეში და სიმთვრალის შემდეგ. მისი მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგიერთი წამლის მიღება. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ალერგიას და თანდაყოლილ აუტანლობას ზოგიერთი პროდუქტის მიმართ. აქედან გამომდინარე მწვავე გასტრიტის მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს რძემ, კვერცხმა, ხენდრომ, მარწყვმა, ღორისა და თხის ხორცმა; მწვავე გასტრიტის მოვლენები ვითარდება ზოგიერთი ინფექციური, ვირუსებით და ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებებით, როგორიცაა გრიპი, ენტეროვირუსული დაავადება, ფილტვების ანთება, ეპიდემიური ჰეპატიტი და სხვა. ავადმყოფური მოვლენები ჩვეულებრივ სწრაფად ვითარდება საჭმლის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ქიმიური ნივთიერებებით(დარიშხანი, ფოსფორი და სხვა.) მოშხამვისას მოვლენები მაშინვე აღმოცედება. ავადმყოფს აქვს გულის რევა, სიმძიმის. ზოგჯერ კი ტკივილის შეგრძნება კუჭის არეში. ამას მოსდევს პირღებინება, რომელიც შეიძლება რამდენჯერმე გამეორდეს. ბევრს აღენიშნება ფაღარათი და ტკივილი მუცელში. ტოქსიკოინფექციის შემთხვევაში მატულობს სხელის ტემპერატურა, ადამიანს იპყრობს საერთო სისუსტე. მძიმედ მიმდინარე მწვავე გასტრიტის შემთხვევაში ხანგრძლივი პირღებინების და ფაღარათის გამო ვითარდება წყალ-მარილოვანი ნაკლებობის ნიშნები: თვალები ჩაცვენილია, კანზე გამოიყოფა ცივი, წებოვანი ოფლი, კიდურები იკრუნჩხება, წვივის კუნთები მტკივნეულია, სისხლის წნევა - დაბალი. განსაკუთრებით სახიფათოა ასეთი მდგომარეობა ბავშვებისა და მოხუცებისთვის. როგორც კი გამოჩნდება ზემოთ აღწერილი ავადმყოფური ნიშნები, სასურველია მაშინვე გამოვუძახოთ სასწრაფო დახმარებას. უმჯობესია ავადმყოფს სამედიცინო დახმარება ექიმმა აღმოუჩინოს, რადგან მწვავე გასტრიტის მსგავს მოვლენებს სხვა დაავადებებიც იწვევენ, როგორიცაა მაგალითად გულის კუნთის ინფარქტი, აპენდიციტი, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, შარდ-კენჭოვანი დაავადება, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. მწვავე გასტრიტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება. ადამიანმა უნდა იხმაროს საკვებად კეთილთვისებიანი, გაუფუჭებელი პროდუქტი. დაიცვას მათი შენახვისა და მომზადების წესები. წინა დღით მომზადებული სუპი და სხვა კერძები წამოადუღოს. არ ჭამოს ისეთი საკვები, რომელთაც გამოაჩნდა გაფუჭების საეჭვო ნიშნები. მოამზადოს საკვები დაბანილი ხელით და საერთოდ დაიცვას სანიტარიისა და ჰიგიენის ელემენტარული წესები.
სტატიის