იკაკოსის ნახევარკუნძული
იკაკოსის ნახევარკუნძული (Peninsula de Hicacos) — ნახევარკუნძული კუბის ჩრდილოეთ ნაწილში, მატანსასის პროვინციაში. სიგრძე 18 კმ,[1] სიგანე 0,5 კმ-იდან 2,5 კმ-მდე. მთავარი ქალაქია ვარადერო, რომელიც საკურორტო მნიშვნელობისაა. სახელწოდება წარმოსდგება კაქტუსების სახეობიდან. ვრცელდება კარდენასის ყურესა და ნიკოლასის სრუტეს შორის. ნახევარკუნძულზე წარმოდგენილია კუბის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი. სანაპიროებზე განვითარებულია მარჯნის რიფები. პლაჟი ქვიშიანია. სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან არის პატარა ნავმისადგომები და დელფინარიუმი.
იკაკოსის ნახევარკუნძულზე მდებარეობს ამავე სახელწოდების პარკი (ფართობი 3,12 კმ²), სადაც თავმოყრილია ბუნების ულამაზესი ძეგლები, მღვიმეები, ტბები და სხვ. მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა.[2]
ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო განვითარებულია ტურიზმი.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ The Columbia Gazetteer of North America (2000). Hicacos Peninsula. წაკითხვის თარიღი: 2007-10-14.
- ↑ Cuba Travel. ვარადერო, კუბა. წაკითხვის თარიღი: 2007-10-14.