ხოველიანოსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ხოველიანოსი
Jovellanos
|
ხოველიანოსი (ესპ. Jovellanos) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, მატანსასის პროვინციაში. დაარსდა 1842 წელს როგორც კორალ-დე-ლა-ბემბა. ქალაქმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1870 წელს, ესპანელი მწერლის გასპარ ხოველიანოსის პატივსაცემად. იმავე წელსვე მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ხოველიანოსს ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს „ბემბას“, რაც ნიშნავს დაახლოებით „დიდ ტუჩებს“.
დემოგრაფია [რედაქტირება]
მუნიციპალიტეტის ფართობია 505 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 58,685 ადამიანი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვეა 116.2 ადამიანი კმ²-ზე.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-07.
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
|
|||||||