მოდილიანი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოდილიანი
Modigliani
ჟანრი დრამა
რეჟისორი მიკ დეივისი
პროდიუსერი ფილიპ მარტინესი
სცენარის ავტორი მიკ დეივისი
როლებში ენდი გარსია
ელზა ზილბერშტაინი
იპოლიტე ჟირარდო
ომიდ ჯალილი
ლენს ჰენრიქსენი
ევა გერციგოვა
კომპოზიტორი გაი ფარლი
ოპერატორი ემანუელ კადოში
დისტრიბუტორი Bauer Martinez Studios
გამოსვლის თარიღი 2004
ხანგრძლივობა 128 წუთი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო
დროშა: გერმანია გერმანია
დროშა: რუმინეთი რუმინეთი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
იტალიის დროშა იტალია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $12 მლნ
IMDb პროფილი

მოდილიანი (ინგლ. Modigliani) — რეჟისორ მიკ დეივისის ბიოგრაფიული დრამა, მოგვითხრობს XX საუკუნის დასაწყისში ცნობილ მხატვარ ამედეო მოდილიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მთავარ როლს ასრულებს ენდი გარსია. 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ფილმის ყურება არ არის რეკომენდებული.

სიუჟეტი[რედაქტირება]

1919 წელი. ომი დასრულდა და ღამის პარიზის ცხოვრება სავსეა ვნებებით და უკონტროლო სურვილებით. კაფე "როტონდა", მხატვრების ელიტის შტაბ-ბინა, ჩვენ ვხედავთ მაგიდას, რომელსაც ისტორიაში ანალოგი არ ჰყავს: მის გარშემო სხედან პიკასო, რივერა, კოკტო, სუტინი, უტრილო და მოდილიანი.

ფილმი მოგვითხრობს მოდილიანისა და პიკასოს შორის სასოწარკვეთილ და სასტიკ მეტოქეობაზე. პიკასო უკვე დიდების სხივებში ბანაობს, როცა, ამავე დროს მოდილიანი — მეამბოხე, ფიცხი საყვარელი და მწარე ლოთი — ჯერ პრაქტიკულად არავისთვისაა ცნობილი. ამიტომ როდესაც კაფეში გამოცხადდება სენსაციური სამხატვრო კონკურსი, პიკასო და მოდილიანი ასევე გადაწყვეტენ მონაწილეობა მიიღონ მასში. თუმცა მოდილიანის არამხოლოდ პიკასოსთან მეტოქეობა უბიძგებს მონაწილეობის მიღებაში — არამედ მისთვის ეს იშვიათი შანსია გახდეს მდიდარი და ცნობილი. მისი ვნებიანი სიყვარული ახალგაზრდა და ლამაზ ჟანა ებიუტერნისადმი უკვე შეაშფოთა მაღალი საზოგადოების სამყარო, და სიღარიბე აუარესებს მას როდესაც ისედაც რთული ურთიერთობა აქვს ჟანას მშობლებთან.

როლებში[რედაქტირება]

მსახიობი როლი
ენდი გარსია ამედეო მოდილიანი
ელზა ზილბერშტაინი ჟანა ებიუტერნი
იპოლიტე ჟირარდო მორის უტრილო
ომიდ ჯალილი პაბლო პიკასო
ლენს ჰენრიქსენი ფოსტერ კანე
ევა გერციგოვა ოლგა ხოხლოვა
უდო კირი მაქს ჟაკობი
პეტერ კაპალდი ჟან კოკტო
დენ ასტილენიუ დიეგო რივერა
სტეფან რიმკუსი ჰაიმ სუტინი
ლუის ჰილპერი ლეოპოლდ ზბოროვსკი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]