ემანუელ ქსანტოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემანუელ ქსანტოსი
მშობლიური სახელი ბერძ. Εμμανουήλ Ξάνθος
დაბადების თარიღი 1772
კუნძული პატმოსი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 28 ნოემბერი 1852
ათენი
მოქალაქეობა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
საქმიანობა საიდუმლო საზოგადოება ფილიკი ეთერიას ერთ-ერთი დამაარსებელი
ემანუელ ქსანტოსის საფლავი ათენის პირველ სასაფლაოზე

ემანუელ ქსანტოსი ( ბერძ. Εμμανουήλ Ξάνθος ; დ. 1772 — გ. 28 ნოემბერი, 1852, ათენი) — საიდუმლო საზოგადოება ფილიკი ეთერიას ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ამზადებდა საბერძნეთის და ბალკანეთის რევოლუციას ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემანუელ ქსანტოსი დაიბადა საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე 1772 წელს, სადაც დაამთავრა სკოლა.

ემიგრაციაში წავიდა იტალიის ქალაქ ტრიესტში, სადაც მუშაობდა სავაჭრო კომპანიაში თანამშრომლად.

1810 წელს დასახლდა ოდესაში. იქ გაიცნო სამი ვაჭარი საბერძნეთის ქალაქ იოანინადან და შექმნა მათთან ერთად საკუთარი სავაჭრო საწარმო.

1813 წელს სავაჭრო მოგზაურობები მოაწყო საბერძნეთის ქალაქებში პრევეზასა და იანინაში და კუნძულ ლეფკასზე.

როდესაც 1814 წელს ოდესაში დაბრუნდა, ათანასიოს ცაკალოფთან და ნიკოლაოს სკუფასთან ერთად დააარსა საიდუმლო საზოგადოება ფილიკი ეთერიას, რომელმაც მიზნად დაისახა საბერძნეთის განთავისუფლება. ქსანტოსი გახდა საზოგადოების მდივანი, მას ჩააბარეს საზოგადოების ხაზინა და ამავე დროს კავშირი დაამყარა სხვა თავდადებულ ლიდერებთან, რომელთა შორის იყო პ.ანაგნოსტოპულოსი.

1820 წელს ქსანტოსი გაემგზავრა პეტერბურგში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იოანო კაპოდისტრიასისთვის ე.წ. უხილავი საზოგადოების ხელმძღვანელის პოსტის შეთავაზების მიზნით .[2]

კაპოდისტრიასმა უარი განაცხადა საზოგადოების ხელმძღვანელობაზე. უფრო მეტიც, იცნობდა რა ევროპის ნეგატიურ პოლიტიკურ განწყობებს ლიბერალური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების მიმართ და წინასწარ განჭვრიტა ასეთი აჯანყების შედეგები, იგი ცდილობდა დაერწმუნებინა ქსანტოსი რევოლუციური მოქმედებების უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადების აუცილებლობაში. ამის შემდეგ ქსანტოსმა საზოგადოების ხელმძღვანელობა შესთავაზა რუსეთის არმიის გენერალს და მეფის ადიუტანტს ალექსანდრე იფსილანტს, რომელსაც ეთერისტების ( ფილიკი ეთერიას წევრები) აზრით, მეფეზე დადებითი გავლენის მოხდენა შეეძლო ბერძნების აჯანყების შემთხვევაში.

იფსილანტი შეთავაზებას დათანხმდა.იმ დროიდან ქსანტოსი ინარჩუნებდა მასთან კონტაქტს და კოორდინაციას უწევდა მოქმედებებს დუნაის სამთავროებში.

მოლდოვა-ვალახიაში 1821 წლის საომარი მოქმედებების წარუმატებელი მოქმედების შემდეგ, ქსანტოსი იტალიის გავლით აჯანყებულ პელოპონესში გაემგზავრა, სადაც1826 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც გაემგზავრა ავსტრიაში, რათა ა.იფსილანტის გაქცევის ორგანიზება მოეხდინა, რომელიც ავსტრიის მუკაჩევოს ციხეში ( პალანოკის ციხე) იმყოფებოდა, თუმცა დაგეგმილი ოპერაცია ჩაიშალა და ქსანტოსი ვლახეთში გაემგზავრა, სადაც 1837 წლამდე ჩრდილში რჩებოდა. შემდეგ გადაწყვიტა საბერძნეთში დაბრუნება.[3]

2 წლის შემდეგ კუნძულ ჰიდრაზე დაინიშნა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გაათავისუფლეს.

მან მთელი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა და ამაოდ ელოდა საბერძნეთის ხელისუფლებისგან რაიმე სარგებელს.

ქსანტოსი გარდაიცვალა ათენში 1852 წელს. გარდაცვალებამდე, 1845 წელს, მან გამოაქვეყნა თავისი მემუარები, რომელიც ფილიკი ეთერიას შესახებ ინფორმაციის ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენდა, რადგან არც მის ორ სხვა დამფუძნებელს, არც სკუფასს და არც ცაკალოფს, არ დაუტოვებია რაიმე წერილობითი მტკიცებულება.

ემანუელ ქსანტოსი დაქორწინებული იყო სევასტი კრუსტალაზე.

ქსანტოსი დაკრძალულია ათენის პირველ სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ιστορία του Ελληνικού Έθνους, Εκδοτική Αθηνών Α.Ε., 1975, τόμοι ΙΑ΄ και ΙΒ΄
  • Εγκυκλοπαίδεια Πάπυρος Λαρούς, Εκδοτικός οργανισμός Πάπυρος, 1994—1996, τόμος 59
  • Ξάνθος Ε., Απομνημονεύματα για τη Φιλική Εταιρεία, (φωτομηχανική ανατ. της εκδ. του 1834), Βεργίνα, (Αθήνα 1996).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ioannis Michaletos (28 September 2006). "Freemasonry in Greece: Secret History Revealed". Balkanalysis.com. Archived from the original on 24 June 2012. Retrieved 31 August 2017.
  2. Iordanis Polkouras, "The founding of Greek Freemasonry", Initiatory Encounters, Athens, 2023, ISBN 978-618-85957-2-9, p. 98.
  3. Alison, Phillips W. (1897). The war of Greek independence, 1821 to 1833. London : Smith, Elder. pp. 20, 21 (retrieved from University of California Library)