ჟანიუ კუადროსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟანიუ კუადროსი
Jânio da Silva Quadros
ჟანიუ კუადროსი  Jânio da Silva Quadros
ბრაზილიის 22-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 იანვარი – 25 აგვისტო, 1961
წინამორბედი ჟუსელინუ კუბიჩეკი
მემკვიდრე პასკოალ რანიერი

დაბადებული 25 იანვარი, 1917
კამპუ-გრანდი, მატუ-გროსუ-დუ-სული
გარდაცვლილი 16 თებერვალი, 1992
სან-პაულუ

ჟანიუ და სილვა კუადროსი (პორტ. Jânio da Silva Quadros; დ. 25 იანვარი, 1917, კამპუ-გრანდი, მატუ-გროსუ-დუ-სული — გ. 16 თებერვალი, 1992, სან-პაულუ) — ბრაზილიელი პოლიტიკური მოღვაწე. ბრაზილიის პრეზიდენტი 1961 წლის 31 იანვრიდან 25 აგვისტომდე.

განათლებით იურისტი. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1950 წელს, როდესაც გახდა ქალაქ სან-პაულუს მუნიციპალიტეტის წევრი. 1954-1958 წწ. იყო სან-პაულუს შტატის გუბერნატორი, ხოლო შემდეგ კონგრესის დეპუტატი. 1961 წლის 31 იანვარს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. ატარებდა აშშ-საგან დამოუკიდებელ პოლიტიკას და ურთიერთობა აღადგინა სსრკ-სთან და კომუნისტურ რეჟიმის მქონე სხვა ქვეყნებთან. 1961 წლის 25 აგვისტოს გადადგა ტანამდებობიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო. მისი პოლიტიკური მემკვიდრე გახდა პასკოალ რანიერი, რომლის ორკვირიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს ჟუან გულარტი (1961-1964). 1964 წელს გულარტის დამხობის შემდეგ კუადროსს 10 წლით აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა.

ჟანიუ კაუდროსი გარდაიცვალა 1992 წლის 16 თებერვალს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
ჟუსელინუ კუბიჩეკი
ბრაზილიის პრეზიდენტი

1961
შემდეგი:
პასკოალ რანიერი