დავით კვირკველია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვირკველია.
დავით კვირკველია
DavitKvirkveliaDinamo.jpg
დავით კვირკველია თბილისის „დინამოში“
პირადი მონაცემები
სრული სახელი დავით კვირკველია
დაბადების
თარიღი
27 ივნისი, 1980 (1980-06-27) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანჩხუთი, საქართველო
სიმაღლე 1.84 მ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო თბილისი
ნომერი 16
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999-2002 კოლხეთი ფოთი 61 (7)
2002-2004 დინამო თბილისი 63 (7)
2005 ალანია ვლადიკავკაზი 14 (0)
2006-2007 მეტალურგი ზაპოროჟიე 53 (6)
2008-2010 რუბინი ყაზანი 31 (3)
2010-2011 ანჟი მაჰაჩყალა (იჯარით) 13 (0)
2011-2012 პანიონიოსი 13 (0)
2012 ანორთოსისი ფამაგუსტა 11 (2)
2012-2013 დილა გორი 29 (2)
2013- დინამო თბილისი 27 (2)
ეროვნული ნაკრები
2001 საქართველო 21 წლ. 1 (0)
2003- საქართველო 56 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

დავით კვირკველია (დ. 27 ივნისი, 1980, ლანჩხუთი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ მარცხენა მცველი.

კარიერა[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

დავით კვირკველიამ პროფესიული საფეხბურთო კარიერა 1999 წელს ფოთის „კოლხეთში“ დაიწყო. ამ გუნდში ნაჩვენები მაღალი ხარისხის გამო მისი გადაბირება თბილისის „დინამომ“ მოახერხა. „დინამოში“ მის მოსვლას ხორვატი მწვრთნელის, ივო შუშაკის მისვლა დაემთხვა. ამ მწვრთნელთან ერთად დინამომ უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალში ითამაშა. ერთი წლის შემდეგ დათომ დინამოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, ხოლო კიდევ 1 წლის შემდეგ, 2004 წელს — დსთ-ის თასი მოიგო და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. სწორედ მისი გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ასე გატარებული საუკეთესო წლების შემდეგ კვირკველია რუსეთში, ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მომდევნო სეზონში უკრაინის საფეხბურთო კლუბ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადაბარგდა. დათომ ჩინებული სეზონი ჩაატარა ამ გუნდში და 2008 წელს მისით ყაზანის „რუბინი“ დაინტერესდა. აქ მან კარიერის უდიდეს გამარჯვებას, რუსეთის პრემიერლიგის მოგებას მიაღწია და 2009-10 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. 2010 წლიდან ის საბერძნეთის „პანიონიოსის“ შემადგენლობაში თამაშობდა. შემდეგ თამაშობდა „ანორთოსისში“, ბოლოს კი ადგილი დაიკავა გორის „დილას“ ძირითად შემადგენლობაში. 2013 წლიდან კი ის თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია.

სანაკრებო[რედაქტირება]

დავით კვირკველიას სანაკრებო დებიუტი 2003 წელს, ევრო 2004 ის შესარჩევ ციკლში შედგა შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან. ამის შემდეგ კივირკველიას სისტემატიურად იძახებდნენ ქვეყნის პირველ გუნდში, განსაკუთრებით 2004 წელს, როცა უეფას თასზე ასპარეზობდა. თუმცა იყო ჩავარდნის პერიოდი, რომელიც კლუბში უთამაშებლობით იყო განპირობებული. ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადასვლის შემდეგ დათო კვირკველიამ ჩვეული ფორმა აღიდგინა, მეტი სიმწვავე შესძინა ეროვნული ნაკრების თამაშს.

ტიტულები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: