ეზეკიელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეზეკიელი

ეზეკიელი, ძველ ებრაელთა ერთ-ერთი წინასწარმეტყველი (ძვ. წ. VI ს.). იერუსალიმის დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 587) ბაბილონში გადაუსახლებიათ მეფე იეჰოიახინთან ერთად. ტრადიციული აზრი, რომლის მიხედვითაც ძველ აღთქმაში „წინასწარმეტყველება ეზეკიელისა“ მთლიანად ეზეკიელის თხზულება იყო, ამჟამად უარყოფილია. წიგნში ხაზგასმულია იუდეველთა მტრების მომავალი დამარცხება, ნაჩვენებია აღდგენილი იერუსალიმი და იგრძნობა მესიანისტური მომენტები, რომლითაც შემდგომში დიდი როლი ითამაშეს ქრისტიანობის ჩამოყალიბებაში. „წინასწარმეტყველება ეზეკიელისა“ ადრევეა ქართულად ნათარგმნი, არის „ოშკის ბიბლიაში“ (978).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ეზეკიელის წიგნის ძველი ქართული ვერსიები, თ. ცქიტიშვილის გამოც., თბ., 1976
  • შანიძე მ., ქსე, ტ. 4, გვ. 46, თბ., 1979

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე