ამაცია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამაცია (ივრ. אמציה) იუდეის მეფე ძვ. წ. 800 - ძვ. წ. 783 წლებში. იოაშის ვაჟი.

მმართველობა ამაციამ იმით დაიწყო, რომ ბრძანა თავისი მამის მკვლელების დაჭერა და სიკვდილით დასჯა. შემდეგ გაილაშქრა ამალეკიელების, იდუმენების და გავალიელების წინააღმდეგ და დაამარცხა ისინი. შემდეგ გადაწყვიტა ისრაელის სამეფოს დაპყრობა. თავს დაესხა ისრაელის მეფეს იეგოაშს და სასტიკად დამარცხდა. ბრძოლამდე იუდევლები გაიქცნენ და ამაცია ტყვედ ჩავარდა. გამარჯვებული ისრაელელები იერუსალიმში შევიდნენ და გაძარცვეს იგი. მათი წასვლის შემდეგ, ამაცია ვერ მორიგდა თავის დიდებულებთან. იგი გაიქცა ქალაქ ლახისში, მაგრამ შეთქმულებმა იქაც მიუგზავნეს მკვლელები და მოკლეს მეფე.


  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
პირადი ხელსაწყოები