ბერსაბე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბერსაბე (ძვ. ებრ. ბათშება), ისრაელ-იუდეველთა მეფის დავითის (ძვ. წ. XI ს.) ერთ-ერთი ცოლი. მეფე სოლომონის დედა. ბიბლიის მიხედვით, დავითმა, ცოლად რომ შეირთო, მოაკვლევინა პირველი ქმარი — ხეთელი ურია. ცოლის ძის ადონიას ნაცვლად სოლომონი გამოაცხადა ტახტის მემკვიდრედ. ბერსაბეს ლეგენდა აისახა ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
აგრეთვე არის ქ. ბეერშევის ბიბლიური სახელწოდება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 333, თბ., 1977 წელი.