ატალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატალია

ატალია ღოთოლია (ივრ. עתליה) — იუდეის დედოფალი ძვ. წ. 842 - ძვ. წ. 837 წლებში. ისრაელის მეფის აჰავის ასული. იუდეის მეფის იორამის მეუღლე.

როდესაც ატალიამ შეიტყო თავისი ძმის, ისრაელის მეფის, იორამის და თავისი ვაჟის, იუდეის მეფის ახაზიის მკვლელობის და მხედართმთავრის იეჰუს მიერ ისრაელის სამეფო ოჯახის გაწყვეტის შესახებ, იგი შეუდგა იუდეაში დავითის ჩამომავლების, თავისი ქმრის ნათესავების, განადგურებას, რათა ვერცერთი მათგანი ვერ გამხდარიყო მეფე. მას მხოლოდ აქაციას ვაჟი იოაში გადაურჩა, რომელიც მთავარ მღვდელთმსახურმა იოდაიმ შეიფარა და გაზარდა. რამდენიმე წლის შემდეგ ატალიამ შეიტყო რომ, იოაში ტაძარში იოდაიმ მეფედ აკურთხა. იგი თავისი დაცვითურთ მივიდა ტაძარში იოაშის მოსაკლავად, მაგრამ შეიარაღებულმა მღვდლებმა შეიპყრეს იგი და კედრონის ველზე სიკვდილით დასაჯეს. ვისაც კი მისი დაცვა სურდა - ჩახოცეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6