გოსფორდი (ინგლ. Gosford) — ქალაქი ავსტრალიის ახალი სამხრეთი უელსის შტატში. მდებარეობს კონტინენტის სამხრეთ ნაწილში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 160 439 კაცს, მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 165 კაცი კმ². ფართობი – 1028 კმ². გოსფორდი მოქცეულია სიდნეის მეტროპოლიის ფარგლებში. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეიდან დაშორებულია 76 კილომეტრით. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1 306 მმ-ს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო.
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში
? არის გვერდი თემაზე: