გოგოსა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოგოსა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ვარდისებრნი
ლათინური სახელი
Sorbus aria

გოგოსა[1] (ლათ. Sorbus aria) — ბუჩქი ან 4-7 მ-მდე სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახიდან, ელიპტური, კვერცხისებრი ან შებრუნებულ კვერცხისებრი, ოდნავ დაკბილული, მუქი მწვანე, ზემოდან პრიალა, ქვემოდან თეთრად შებუსული ფოთლებით. ივნისის დასაწყისში გამოაქვს ფარისებრ თანაყვავილედში შეკრებილი თეთრი ყვავილები. მწკლარტე გემოს ნაყოფი ორკურკიანია, მრგვალი, სიმწიფეში ჟღალი წითელი, კვრცხისებრ წაგრძელებული, ყინვების დადგომისას ღებულობს მოტკბო გემოს. იგი მზისმოყვარული მცენარეა, იზრდება სუბალპურ და ალპურ მეჩხერ კორომებში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. საქართველოს გარდა ვხვდებით ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით შვედეთში, პარკებსა და გაზონებში როგორც ლამაზ დეკორატიულ მცენარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Waldbäume, Sträucher und Zwergholzgewächse, Heidelberg, 1955, გვ. 187

სქოლიო[რედაქტირება]