ბისკაიის ყურე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბისკაიის ყურის მდებარეობა
ტიპური ბისკაიის სანაპირო ესპანეთში

ბისკაიის ყურე ასევე ბისკაია (ფრანგ. Golfe de Gascogne, ბასკ. Bizkaiko Golkoa, ესპ. Golfo de Vizcaya) – ატლანტის ოკეანის ყურე, რომელიც ვრცელდება გალისიიდან ბრეტანამდე, ესპანეთის ჩრდილოეთი სანაპიროსა და საფრანგეთის დასავლეთი სანაპიროების გასწვრივ. ყურე ცნობილია ცუდი ამინდების, ძლიერი შტორმებისა და მღელვარე წყლის სიხშირით.

ბისკაიის ყურის ესპანეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარე წყლებს ესპანურად Mar Cantábrico , კანტაბრიის ზღვა ეწოდება. ესპანეთში ასევე გამოიყენება ტერმინი Golfo de Vizcaya (ბისკაიის ყურე), რომელიც მთელ ყურეს აღნიშნავს. ფრანგულადაც ყურის სამხრეთ ნაწილს "კანტაბრიის ზღვა" (Mer Cantabrique) ეწოდება, ხოლო ბარკურად Kantauri Itsasoa.

ბისკაიის ყურის ერთ–ერთი სანაპირო ესპანეთთან, ტურიზმში ასევე ცნობილია, როგორც Costa Verde (მწვანე სანაპირო).

ბისკაიის ყურის ესპანურ სანაპიროზე მდებარეობს (დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ) შემდეგი ავტონომიური რეგიონები (ფრჩხილებში მნიშვნელოვანი ნავსადგურები):

ხოლო საფრანგეთის სანაპიროზე (სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ):

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]