გიორგი მათიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მათიაშვილი.
გიორგი მათიაშვილი
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 ივლისი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედივლადიმერ ჩაჩიბაია

დაბადებული18 დეკემბერი, 1977 (1977-12-18) (46 წლის)
გარდაბანი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლეშორენა ბარამიძე[1]
შვილებიმარიამი, დავითი[1]
განათლებასაქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია
წოდებაგენერალ-მაიორი
ჯილდოები
ნატოს მედალი კოსოვოსათვის
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი II ხარისხის მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ I ხარისხის მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ საქართველოს ღირსების ორდენი მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ მედალი „გენერალი კვინიტაძე“

გიორგი მათიაშვილი (დ. 18 დეკემბერი, 1977, გარდაბანი)[1]ქართველი სამხედრო მოღვაწე. გენერალ-მაიორი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური 2020 წლის 1 ივლისიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994–1999 წლებში სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში; მიიღო ისტორიის მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.[2]

სამხედრო განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994–1999 წლებში სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში, სახმელეთო ფაკულტეტზე, მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო-საშტაბო სპეციალობით. 1997–1998 წლებში უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლება (I საფეხური) მიიღო და ქვეითი სამეთაურო კურსი გაიარა გერმანია. 2000 წლის 16 მაისიდან 2 ივნისამდე გადიოდა ასეულის მეთაურის კურსს ჰამელბურგის ქვეითთა სკოლაში, გერმანიაში. 2009–2010 წლებში მიიღო ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო განათლება (ინტერნაციონალური გენერალური საადმირალო შტაბის კურსი, გერმანია).[2]

კურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავლილი აქვს ქვეითთა სამთო ბრძოლის კურსი (2007, გერმანია), სპეციალური ოპერაციების ძალების საჰაერო სადესანტო მომზადების კურსი (1999, აშშ), კანადის შეიარაღებული ძალების საპარაშუტო-სადესანტო მომზადების კურსი (1999), კომანდოს კურსი მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში (1999, საბრძოლო ოპერაციათა ცენტრი, საქართველო), სნაიპერის კურსი (2000, გერმანია), სწრაფი რეაგირების ძალების საჰაერო-სადესანტო მომზადების კურსი (სამი ძირითადი საპარაშუტო ხტომა; 2001, საქართველო), გერმანული ენის შემსწავლელი კურსი (2007, საქართველო), ევროპული უსაფრთხოების კურსი (2010, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემია, გერმანია), ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი (2012, საქართველო), ინგლისური ენის კურსი (2015, რიგა, ლატვია).[2]

სამხედრო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994–1998 წლებში იყო გაერთიანებული სამხედრო აკადემიის კურსანტი. 1998–1999 წლებში — ოცეულის მეთაური მცირე ინტენსივობის კონფლიქტში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრის უფროსის განკარგულებით. არასაომარი სამხედრო ოპერაციათა მოსამზადებელი ცენტრის სადაზვერვო სადივერსიო ასეულ „კომანდოს“ იარაღის ოცეულის მეთაური (1999). მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრის მსუბუქი ქვეითი ასეულის 1-ლი საიერიშო ოცეულის მეთაური (1999–2001). სწრაფი რეაგირების ძალებიის ბაზა „კოჯორის“ დაზვრვის სამსახური სამსახურის უფროსი (2001–2003). სერჟანტთა მომზადების სკოლის სერჟანტთა მოსამზადებელი კურსის სასწავლო კურსის უფროსის მოადგილე (2003–2004). სერჟანტთა მომზადების სკოლის სერჟანტთა მომზადების კურსის უფროსის მოადგილე (2004–2005).[2]

2005–2006 წლებში იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის G-3 საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი. სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს ოპერაციების დაგეგმარების ოფიცერი (2006). სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს ოპერაციების დაგეგმარების განყოფილების უფროსი (2006–2007). სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი (2007–2010). J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2010–2012) და უფროსი (2012). სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე (2016–2018). თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სარდალი (2018–2019).[2]

2019 წლის 25 დეკემბრიდან იყო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე — გენერალური შტაბის უფროსი.[2] 2020 წლის 1 ივლისს დაინიშნა თავდაცვის ძალების მეთაურად.[3]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001 — ნატოს მედალი;
  • 2001 — ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი;
  • 2008 — მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი);
  • 2010 — მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი);
  • 2012ღირსების ორდენი;
  • 2012 — მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“;
  • 2012 — მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“;
  • 2015 — სამსახურებრივი-საშტატო იარაღი;
  • 2015 — მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“;
  • 2016 — მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ (20 წელი და მეტი უმწიკვლო სამსახურისათვის);
  • 2019 — მედალი „გენერალი კვინიტაძე“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: გიორგი მათიაშვილი. declaration.gov.ge (23 აპრილი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-01. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 გიორგი მათიაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. mod.gov.ge. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2020.
  3. გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას ხვალ გადაიბარებს. imedinews.ge (30 ივნისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-02. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2020.