კოტოპახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოტოპახი
კოორდინატები: 0°40′50″ ს. გ. 78°26′16″ დ. გ. / 0.68056° ს. გ. 78.43778° დ. გ. / -0.68056; -78.43778
ქვეყანა ეკვადორის დროშა ეკვადორი
სიმაღლე 5897 
ქედი ანდები
ტიპი სტრატოვულკანი
პირველი ასვლა 1872
უმარტივესი მარშრუტი ჩრდილოეთი კალთა, მყინვარზე
ბოლო ამოფრქვევა 1940-1942
კოტოპახი — ეკვადორი
კოტოპახი

კოტოპახი (ესპ. Cotopaxi) — სტრატოვულკანი სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთებში.[1] მდებარეობს ეკვადორში, დედაქალაქ კიტოდან 28 კმ-ით სამხრეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 5 897 მეტრს აღწევს და წარმოადგენს ქვეყნის მეორე უმაღლეს მწვერვალს.

კოტოპახის მწვერვალი თითქმის სიმეტრიულია და მაღალმთიანი ვაკიდან დაახლოებით 3 800 მეტრზეა აზიდული. ძირის სიგანე ყველაზე ფართო ადგილას 23 კმ-ია.[2] მთას გააჩნია დიდი იშვიათობა — ეკვატორული მყინვარი, რომელიც 5 000 მ სიმაღლეზე იწყება. მოწმენდილ ამინდში მთა კარგად მოსჩანს კიტოდან. მიეკუთვნება წყნარი ოკეანის ფილის გასწვრივ არსებულ ვულკანურ ჯაჭვს, რომელსაც წყნაროკეანურ ცეცხლოვან სარტყელს უწოდებენ.

ვულკანური აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NASA-ს ფოტო[3]

კოტოპახი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, თუმცა არასწორია, როდესაც მას მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე აქტიურ ვულკანად ასახელებენ. მასზე მაღალია ვულკანი ლიულიაილიაკო, რომელიც ბოლოს 1877 წელს ამოიფრქვა. ორივე მათგანს კი სიმაღლით ოხოს-დელ-სალადო აღემატება. კოტოპახის უკანასკნელი ამოფრქვევები 1940-1942 წლებში დაფიქსირდა.

1738 წლის შემდეგ, კოტოპახი 50-ზე მეტჯერ ამოიფრქვა, რა დროსაც მის ირგვლივ წარმოიქმნა ლაჰარის (ტალახის ნაკადები) მრავალი ხეობა. ვულკანი ძალზედ საშიშია ადგილობრივი დასახლებებისთვის.

კოტოპახის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევები 1744, 1768 და 1877 წლებში დაფიქსირდა. 1877 წლის ამოფრქვევისას პიროკლასტიურმა ნაკადებმა მთის ყველა კალთა დაფარა, ლაჰარის ნაკადებმა კი 100 შორს, წყნარ ოკეანესა და ამაზონის აუზის ხეობებს მიაღწია. დიდი ამოფრქვევები იყო 1903-1904 წლებში, მცირე აქტოვობებმა კი 1940-1942 წლებამდე გასტანა. არა ამოფრქვევითი, სეისმური აქტივობები დაფიქსირდა 1975-2002 წლებში. ბოლო დროს გააქტიურდა გოგირდოვანი აქტივობები, რის შედეგადაც მთის გარშემო არსებულმა ყინულმა დნობა იწყო.

კოტოპახის დიდი ამოფრქვევის შემთხვევაში, მთავარი საფრთხე მაინც მისი მყინვარიდან ყინულის მოწყვეტაში მდგომარეობს. თუ კი ეს მოხდება, იგი დაანგრევს ახლომდებარე დასახლებებსა და კიტოს გარეუნბებს (მოსახლეობა 1 000 000).[4] მეორე ქალაქი, რომელსაც ასევე დიდი საფრთხე ელის არის სამხრეთ ხეობაში მდებარე ლატაკუნგა. 1744-1768 წლების ამოფრქვევებმა სწორედ კოლონიური ქალაქი ლატაკუნგა გაანადგურა.

ალპინიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ევროპელი, რომელიც მთაზე ასვლას შეეცადა, იყო ალექსანდერ ჰუმბოლდტი 1802 წელს. მან მხოლოდ 4500 მ სიმაღლემდე მიაღწია. 1858 წელს ბედი მოსინჯა მორიც ვაგნერმა, მაგრამ მწვერვალს ვერც მან მიაღწია. 1872 წლის 27 ნოემბერს, კოტპოახის მწვერვალს მიაღწიეს გერმანელმა გეოლოგმა ვილჰელმ რაისმა და მისმა კოლუმბიელმა პარტნიორმა ანხელ ესკობარმა.[5]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John Biggar, The High Andes: a guide for climbers, Andes Press, Scotland, 1996, ISBN 1-871890-38-1.
  2. NASA Earth Explorer page. Earthobservatory.nasa.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-26. ციტირების თარიღი: 2012-05-23.
  3. NASA - The Cotopaxi Volcano. www.nasa.gov. ციტირების თარიღი: 2009-10-10.
  4. Samaniego P., Mothers P., Hall M.L., Yepes H., Castro M., Aguilar J. - LAHARZ hazard maps of the northern drainage of Cotopazi volcano, Ecuador - IAVCEI General Assembly, Pucon, Chili 2004
  5. Eliot Greenspan, Frommer's Ecuador and the Galapagos Islands pg155, Wiley Publishing, Inc., USA, 2011, ISBN 978-0-470-94951-1.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: