ლაუტარო (ვულკანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაუტარო

ლაუტარო

კოორდინატები: 49°01′10″ ს. გ. 74°30′12″ დ. გ. / 49.019667° ს. გ. 74.503472° დ. გ. / -49.019667; -74.503472

მდებარეობა ჩილეს დროშა ჩილე
სიმაღლე 3623 მ
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 1979 (გრძელდება)

ლაუტარო (ვულკანი) მდებარეობა ჩილე

Mountain sign.svg

ლაუტარო (ესპ. Volcán Lautaro) — მოქმედი სტრატოვულკანი ჩილეში. სიმაღლე 3623 მ. მწვერვალი 1000 მ-ზე მაღლა არის ამოწეულია პლატოს მყინვარული გუმბათიდან.[1] მოქცეულია ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და წარმოადგენს ამ უკანასკნელის უმაღლეს პუნქტს. სიახლოვეს მდებარეობს ბრუგენის მყინვარი. ვულკანს სახელი ეწოდა 1952 წელს[2] მაპუჩეს სამხედრო ლიდერის ლაუტაროს პატივსაცემად. პირველი ასვლა განხორციელდა 1964 წლის 29 იანვარს სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან. მთამსვლელებს მძიმე პირობებში მოუწიათ სვლა, გზა და გზა გადალახეს ნაპრალები, ყინულის ციცაბო ფერდობები და სხვ. ამასთანავე გამოავლინეს მოქმედი კრატერი და გოგირდოვანი ამონთხევები მწვერვალის სიახლოვეს.[3] ვულკანზე მეორეჯერ ავიდნენ 1973 წლის 2 მარტს. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1979 წელს.[4]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. MOTOKI, Akihisa, ORIHASHI, Yuji, NARANJO, José A et al. (ene. 2006). „Geologic reconnaissance of Lautaro Volcano, Chilean Patagonia“. Revista geológica de Chile 33 (1): გვ. pp. 177–187. DOI:10.4067/S0716-02082006000100008. ISSN:0716-0208. წაკითხვის თარიღი: 2006-09-08. 
  2. USGS. P 1386-I - Chile and Argentina - Wet Andes: Expeditions. წაკითხვის თარიღი: 2007-03-17.
  3. Vojslav Arko and Peter Skvarca, "Cerro Gorra Blanca and Volcán Lautaro", American Alpine Journal, 1964, p. 223.
  4. Leo Dickinson, "Lautaro", American Alpine Journal, 1974, p. 200-201. Available at AAJ Online (PDF). See the accompanying note by H. Adams Carter.