ბერნი (ესპ.Monte Burney) — მყინვარებით დაფარული სტრატოვულკანიჩილეში, მუნიოს-გამეროს ნახევარკუნძულზე, კორდილიერა-სარმიენტოს ქედის სამხრეთით. სიმაღლე 1520 მ. ქალაქ პუნტა-არენასიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს 200 კმ-ში. სახელი ეწოდა ინგლისელი კონტრ-ადმირალის ჯეიმზ ბერნის (1750-1821) პატივსაცემად.[1] პირველი ასვლა განხორციელდა 1973 წელს. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 1910 წელს.