გაგნოა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
გაგნოა
ფრანგ. Gagnoa
ქვეყანა კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
ოლქი გო-ჯიბუა
კოორდინატები 06°08′11″ ჩ. გ. 05°57′29″ დ. გ. / 6.13639° ჩ. გ. 5.95806° დ. გ. / 6.13639; -5.95806
ცენტრის სიმაღლე 210
მოსახლეობა 160 465 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+0
ოფიციალური საიტი http://www.mairiedegagnoa.ci
გაგნოა — კოტ-დ’ივუარი
გაგნოა

გაგნოა (ფრანგ. Gagnoa) — ქალაქი კოტ-დ’ივუარის სამხრეთით. გო-ჯიბუას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფიული მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მდინარე გბერეს მარჯვენა სანაპიროზე (მდინარე სასანდრას აუზი), დაახლოებით 100 კმ-ის მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ აბიჯანიდან. აბსოლუტური სიმაღლეა 210 მეტრი ზღვის დონიდან.[1]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 107 124 ადამიანი,[2] ხოლო 2014 წლის აღწერის მონაცემებით 160 465 ადამიანი.[3][4] ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1975 1988 1998 2014
42 285 85 563 107 124 160 465

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მოსახლეობის ძირითადი დასაქმების სფეროა სოფლის მეურნეობა. ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ მანიჰოტი, კაკაო, სიმინდი, იამსი, ბრინჯი, ყავა და სხვა კულტურები.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქიდან დასავლეთით მდებარეობს გაგნოას პატარა აეროპორტი (ICAO: DIGA, IATA: GGN)[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Gagnoa, Cote D'Ivoire (Ivory Coast) Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2012-12-22.
  2. Gagnoa. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2012-12-22.
  3. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (citypopulation)
  4. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (Recensement Général de la Population et de l’Habitat)