აბიჯანი
|
აბიჯანი
District d'Abidjan
|
აბიჯანი (ფრანგ. Abidjan) — ქალაქი კოტ-დ’ივუარში. აბიჯანის დეპარტამენტის ადმინისტარციული ცენტრი. მდებარეობს გვინეის ყურის ნაპირას. ქალაქს აქვს მსხვილი საზღვაო პორტი, საერთაშორისო აეროპორტი, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, უნივერსიტეტი. მოსახლეობა — 3,8 მლნ ადამიანი (2006), გარეუბნებით — 5 მილიონამდე. კოტ-დ’ივუარის უდიდესი ქალაქი.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ქალაქი დაარსდა 1896 წელს და ფრანგული კოლონია სპილოს ძვლის ნაპირის (ახლანდელი კოტ-დ’ივუარი) ცენტრი იყო 1943 წლამდე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1983 წლამდე აბიჯანი ქვეყნის დედაქალაქია. ამის შემდეგ ქვეყნის ოფიციალური დედაქალაქი გახდა იამასუკრო. თუმცა აბიჯანმა შეინარჩუნა დე ფაქტო დედაქალაქის სტატუსი, ქალაქი დღესაც ქვეყნის ეკომომიკური და კულტურული ცენტრია.
კლიმატი [რედაქტირება]
აბიჯანში სუბეკვატორული ჰავაა. გვხვდება ორი წვიმიანი: მაისიდან-ივლისამდე და ოქტომბრიდან-ნოემბრამდე და ორი მშრალი სეზონი: გრძელი დეკემბრიდან-აპრილამდე და მოკლე აგვისტოდან-სექტემბრამდე. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 2 000 მმ-ია. ყველაზე მშრალი თვე იანვარია (დაახ. 40 მმ), ყველაზე ნალექიანი კი — ივლისი (დაახ. 500 მმ).
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
აბიჯანის დაძმობილებული ქალაქებია:
ტიანძინი, ჩინეთი
მარსელი, საფრანგეთი
სან-პაულუ, ბრაზილია
სან-ფრანცისკო, აშშ
ალფორვილი, საფრანგეთი
კუმასი, განა
პონტო-კომბო, საფრანგეთი
ბულონ-ბიიანკური, საფრანგეთი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ UN world Urbanization Prospects estimate for 2007. United Nations.