ბისმარკის არქიპელაგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბისმარკის არქიპელაგი

ბისმარკის არქიპელაგი — კუნძულთა ჯგუფი მელანეზიაში. ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთით. გაეროს დაქვემდებარებული ტერიტორია პაპუა-ახალი გვინეის ნაწილი. შედგება ორი ძირითადი კუნძულის (ახალი ბრიტანეთი, ახალი ირლანდია), საადმირალოს კუნძულებისა და სხვა მცირე კუნძულებისაგან. ფართობი დაახლოებით 50 ათასი კმ². მოსახლეობა 218 ათასი კაცი (1966), მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ მელანეზიელები და პაპუასები. დიდი კუნძულები მთიანია, მცირე კი ვულკანური და მარჯნისა. კუნძულებზე მოქმედი ვულკანებია. არის ნოტიო ეკვატორული ტყეები. აშენებენ ქოქოსის პალმას, ბანანს, შაქრის ლერწამს, მოჰყავთ ბამბა, თამბაქო. არქიპელაგზე განვითარებულია თევზჭერა, მარგალიტის მოპოვება. მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტები და ნავსადგურებია: რაბაული, კავიენგი, ლორენგაუ. არქიპელაგი აღმოაჩინეს ჰოლანდიელებმა 1616 წელს. 1884 წელს გერმანიის კოლონია გახდა და ეწოდა ოტო ფონ ბისმარკის სახელი.

ლიტერატურა[რედაქტირება]