ახალი ბრიტანეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი ბრიტანეთი
მშობ. სახელი: New Britain
Newbritain lrg.jpg
კუნძულ ახალი ბრიტანეთის სატელიტური ფოტო
გეოგრაფია
ფართობი 33 275 კმ²
სიგრძე 600 კმ
სიგანე 110 კმ
უმაღლესი წერტილი 2 438 მ
სინევიტი
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 404 873 (2000)
სიმჭიდროვე 10,71 /კმ²
ეთნიკური ჯგუფები პაპუასები და ავსტრალიელები

ახალი ბრიტანეთი (ინგლ. New Britain, გერმ. Neupommern) — კუნძული ბისმარკის არქიპელაგში (სახელი ეწოდა ოტო ფონ ბისმარკიდან), ეს ტერიტორია ეკუთვნის პაპუა ახალ გვინეას. ახალი ბრიტანეთი კუნძულ ახალი გვინეიდან გამოყოფილია დამპირის და ვიტიაზის სრუტების მეშვეობით. კუნძულ ახალ ირლანდიისგან კი გამოყოფილია წმინდა გიორგის სრუტის მეშვეობით. კუნძულზე ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტებია რაბაული/კოკოპო და კიმბე.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ახალი ბრიტანეთის ტოპოგრაფიული რუკა

კუნძულის ფართობი შეადგენს 37,800 კმ²-ს, მას მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მხრივ 38-ე ადგილი უკავია. ახალი ბრიტანეთი მთიანი კუნძულია, ახალი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს სულუს ქედი, აქ მრავლადაა ვულკანები და მაღალი სიმაღლის მთები. კუნძულის დასავლეთი სანაპირო გაშენებულია ბისმაკის ზღვის სანაპირო ზოლში.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

აქ მდებარეობს პაპაუა ახალი გვინეის ოთხი რეგიონი. კუნძული ახალი ბრიტანეთი იყოფა ორ პროვინციად.

ისტორია[რედაქტირება]

ახალი ბრიტანეთის რუკა

უილიამ დამპირი იყო პირველი ევროპელი რომელმაც ნახე ეს კუნძული, 1700 წლის 27 თებერვალს. მან ამ კუნძულს, თავისი ქვეყნის პატივსაცემად ახალი ბრიტანეთი დაარქვა.

1884 წლის ნოემბერში გერმანიამ, ახალი ბრიტანეთი და აქვე მდებარე სხვა ტერიტორიები თავის საკუთრებად გამოაცხადა. წყნარი ოკეანის ეს კუნძულები შევიდა გერმანიის იმპერიის კოლონიების სიაში. ამ კუნძულს შეეცვალა სახელი და დაერქვა ახალი პომერანია. აქ არსებულ არქიპელაგს კი დაერქვა ბისმაკის არქიპელაგი.

1909 წლისათვის კუნძულზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობათა რაოდენობა შეადგენდა 190,000 ადამიანს, რაც შეეხება ჩამოსულების რაოდენობას, ისინი შეადგენდნენ 773 ადამიანს. მათი საცხოვრებელი ადგილები იყო კუნძულის ჩრდილოეთში არსებული გაზელეს ნახევარკუნძული.

1914 წელს დაწყებული პირველი მსაოფლიო ომი, ამ კუნძულზეც ახდენდა გავლენას. ბრძოლების შედეგად ეს ტერიტორია შევიდა ავსტრალიის შემადენლობაში.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს კუნძული სხვა მრავალ კუნძულთან ერთად შევიდა იაპონიის შემადგენლობაში. 1942 წელს აქ მყოფ ავსტრალიელებსა და იაპონიის საზღვა ჯარებს შორის მოხდა რაბაულის ბრძოლა, ამ ბრძოლიდან 1944 წლამდე აქ იაპონელები იმპყოფებოდნენ. ომის უკანასკნელ სტადიაში ეს ტერიტორიები გაათავისუფლა ამერიკულმა არმიამ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: