ახალი ჰანოვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი ჰანოვერი
მშობ. სახელი: ინგლ. New Hanover Island

კუნძულ ახალი ჰანოვერის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ბისმარკის არქიპელაგი
კოორდინატები 2°30′S 150°15′E / 2.5° ს. გ. 150.25° ა. გ. / -2.5; 150.25
ფართობი 1227,1 კმ²
სიგრძე 58 კმ
სიგანე 31 კმ
უმაღლესი წერტილი 957 მ
რეგიონი აილენდსი
პროვინცია ახალი ირლანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 17 160 (2000)
სიმჭიდროვე 13,984 ად. /კმ²

ახალი ჰანოვერი (ინგლ. New Hanover Island; ასევე ლავონგაი, ინგლ. Lavongai) — კუნძული წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის სახელმწიფო პაპუა-ახალ გვინეას. ადმინისტრაციულად შედის აილენდსის რეგიონის ახალი ირლანდიის პროვინციაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ახალი ჰანოვერი წარმოადგენს საკმაოდ დიდ კუნძულს ბისმარკის არქიპელაგის შემადგენლობაში, რომელსაც გარს ეკვრის წყნარი ოკეანის და ბისმარკის ზღვის წყლები. კუნძული მდებარეობს კუნძულ ახალი ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთ მხარესთან, რომლისგანაც გამოყოფილია რამდენიმე მომცრო კუნძულიანი სრუტით[1]. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 1250 კმ-ში.

კუნძულის ფართობი შეადგენს 1227,1 კმ²-ს[2]. აქვს ოვალური ფორმა. მაქსიმალური სიგრძე შეადგენს 58 კმ-ს, ხოლო სიგანე — 31 კმ-ს[1]. კუნძულის მაქსიმალური წერტილი აღწევს 957 მეტრს. გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა.

კლიმატი კუნძულზე ტროპიკულია. განიცდის დამანგრეველი მიწისძვრების ზემოქმედებას[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენები არიან ნიდერლანდელი მოგზაურები ვილემ სხაუტენი და იაკობ ლემერი, რომლებმაც კუნძული აღმოაჩინეს 1616 წელს[3]. 1767 წელს კუნძული შეისწავლა ბრიტანელმა ზღვაოსანმა ფილიპ კარტერეტმა, რომელმაც პირველად მონიშნა ის, როგორც ცალკე კუნძული და დაარქვა მას დღეისათვის არსებული სახელი[4].

1884 წელს კუნძული გახდა გერმანიის პროტექტორატის ნაწილი ოკეანეთში, ხოლო 1914 წელს მისი ოკუპაცია მოახდინა ავსტრალიამ. 1921 წლიდან კუნძული იმყოფება ავსტრალიის მმართველობის ქვეშ ერთა ლიგის, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატის საფუძველზე. 1975 წლიდან კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Lavongai(New Hanover). oceandots.com. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
  2. 2.0 2.1 Islands of Papua New Guinea. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-13. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
  3. Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xv, ISBN 0810853957.
  4. Neuhannover. Deutsches Kolonial-Lexikon (1920), Band II, S. 631. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
  5. Stanley J. Ulijaszek., Population, Reproduction and Fertility in Melanesia, Berghahn Books, 2008. — P. 92, 256 p, ISBN 1845452690.