პაპუასები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაპუასი

პაპუასებიპაპუა-ახალი გვინეისა და ინდონეზიის რამდენიმე რაიონის უძველესი მოსახლეობა. ანთროპოლოგიური ტიპის მიხედვით მელანეზიელებთან ახლოს არიან, მაგრამ ენით განსხვავდებიან.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად პაპუასები, ისევე, როგორც მელანეზიელები, წარმოადგენენ თანამედროვე ხალხის ერთადერთ ტიპს, რომელთა უძველეს წინაპართა სისხლის აღრეული იქნა დენისოვურ ადამიანებთან. [1]

ყველა პაპუასური ენა ერთმანეთს არ ენათესავება. საერთო ეროვნულ ენად ითვლება კრეოლური ტოკ-პისინი, რომელიც ინგლისურ ენაზეა აგებული. მოსახლეობის უმეტესობა ეროვნული რწმენის მატარებელია, მაგრამ გავრცელებულია ქრისტიანობაც, ყველა სოფელში არის ეკლესია.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Carl Zimmer. “Denisovans Were Neanderthals' Cousins, DNA Analysis Reveals“, 22 December 2010. წაკითხვის თარიღი: 22 December 2010.