ლონგ-აილენდი (პაპუა-ახალი გვინეა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლონგ-აილენდი
მშობ. სახელი: ინგლ. Umboi Island

კუნძულ ლონგ-აილენდის ხედი კოსმოსიდან
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 5°21′ ს. გ. 147°07′ ა. გ. / 5.350° ს. გ. 147.117° ა. გ. / -5.350; 147.117
ფართობი 414 კმ²
უმაღლესი წერტილი 1280 მ
მთა მაუნტ-დოვი
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი მომასე
პროვინცია მადანგი

ლონგ-აილენდი (ინგლ. Long Island) — ვულკანური კუნძული პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაპირთან. ადმინისტრაციულად შედის მომასეს რეგიონის მადანგის პროვინციაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ლონგ-აილენდი მდებარეობს ბისმარკის ზღვაში და გამოყოფილია კუნძულ ახალი გვინეიდან ვიტიაზის ყურით. შედის ბისმარკის არქიპელაგში. კუნძულის ფართობი შეადგენს 414 კმ²-ს. ყველაზე მაღალი წერტილია, მთა მაუნტ-დოვი, რომელიც აღწევს 1280 მეტრ სიმაღლეს. კუნძულის ცენტრში გიგანტურ ვულკანურ კრატერში ზომით 10 კმ 12,5 კმ-ზე მდებარეობს ტბა უიზდომი სიღრმით 23 მეტრამდე. ყველაზე დიდი დასახლებაა — მალალა, კუნძულის ჩრდილოეთით.

კუნძული ვულკანური წარმოშობისაა; ვულკანის ბოლო სამი ყველაზე დიდი ამოფრქვევა აქ მოხდა 16 000, 4000 და 300 წლების წინ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ლონგ-აილენდი აღმოაჩინა აბელ ტასმანის ექსპედიციამ 1643 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული დაიკავა იაპონიის ჯარმა. 1943 წლის დეკემბერში იგი გაათავისუფლა ამერიკულმა დესანტმა.