ბამი (მცენარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბამი.
ბამი

ნაყოფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბალბისნაირნი
ოჯახი:  ბალბისებრნი
გვარი:  Abelmoschus
სახეობა:  ბამი
ლათინური სახელი
Abelmoschus esculentus (L.) Moench, 1794

ბამი (ლათ. Abelmoschus esculentus, ადრე ლათ. Hibiscus esculentus) — ერთწლოვანი მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა. ღერო დატოტვილია, სიმაღლეში 2 მეტრამდე აღწევს. ფოთლები 5–7-ნაკვთიანი ან დაყოფილია, გრძელი ყუნწებით. ყვავილები ყვითელი ან ნარინჯისფერი, შუაში იისფერი ლაქით, მარტოული, იღლიური. ნაყოფი მოგრძო, ზოგჯერ კვერცხისებრი კოლოფია. მისი სამშობლოა ტროპიკული აფრიკა.[1]

კულტივირებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ევროპაში,[2] როგორც ბოსტნეული განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ აზიაში.[1] მოჰყავთ საქართველოშიც. უმწიფარ ჭოტისებრ ნაყოფს იყენებენ საჭმელად. ღეროსაგან ამზადებენ უხეშ ბოჭკოს, თესლისაგან — ყავის სუროგატს.[2] ფოთლებით ცხოველებს კვებავენ. ნაყოფს გომბო ეწოდება და ხშირად სწორედ ასე მოიხსენიებენ მთლიან მცენარესაც.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Головкин Б. Н. Бамия // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 737–738.
  2. 2.0 2.1 ბამი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 184–185.