არაკატაკა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
არაკატაკა
Aracataca
|
არაკატაკა (ესპ. Aracataca) — მუნიციპალიტეტი კოლუმბიაში, კარიბის რეგიონის მაგდალენას დეპარტამენტში. ეს სამდინარო ქალაქი 1885 წელს დაარსდა და სახელიც სწორედ ამ მდინარისგან, არაკატაკასგან მიიღო, რომელიც სიერა-ნევადა-დე-სანტა-მარტას მთის სისტემიდან სიენაგა-გრანდე-დე-სანტა-მარტას ჭაობებისაკენ მიემართება. ქალაქი მდებარეობს დეპარტამენტის დედაქალაქ სანტა-მარტადან 80 კმ-ით სამხრეთით.
1927 წელს, არაკატაკაში დაიბადა ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი. ამ ქალაქს ხშირად სოფელ მაკონდოს პროტოტიპად იყენებენ, რომელიც ცენტრალური სოფელია მარკესის შედევრში „მარტოობის ასი წელიწადი“. დღეისათვის, სახლი, სადაც მარკესი დაიბადა (ამჟამად სახლ-მუზეუმი) და ეკლესია, სადაც იგი მოინათლა, მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს.[1]