ანელი ოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანელი ოტი
ანელი ოტი
ესტონეთის დროშა ესტონეთის კულტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 იანვარი 2021 – 2 ნოემბერი 2021
პრეზიდენტი  კერსტი კალიულაიდი
პრემიერ-მინისტრი  კაია კალასი
წინამორბედიტინის ლუკასი
მემკვიდრეტიტ ტერიკი

ესტონეთის დროშა ესტონეთის სახელმწიფო მართვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ნოემბერი 2020 – 26 იანვარი 2021
პრეზიდენტიკერსტი კალიულაიდი
პრემიერ-მინისტრიიური რატასი
წინამორბედიიაკ ააბი
მემკვიდრეიაკ ააბი

რიიგიკოგუს XIII, XIV მოწვევის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ნოემბერი 2021 – 23 თებერვალი 2023
წინამორბედიიმრე სოიაზერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2016 – 25 ნოემბერი 2020

ვირუს მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2009 – 2010

დაბადებული2 მაისი 1976 (47 წლის)
ტარტუ, ესტონეთის სსრ, სსრკ
მოქალაქეობაესტონეთის დროშა ესტონეთი
პოლიტიკური პარტიაესტონეთის სახალხო კავშირი (2009)

ესტონეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია (2011)

ესტონეთის ცენტრისტული პარტია
განათლებატარტუს უნივერსიტეტი

ანელი ოტი ( ესტ. Anneli Ott, დ. 2 მაისი, 1976, ტარტუ, ესტონეთის სსრ ) — ესტონელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. ესტონეთის ცენტრისტული პარტიის წევრი. წარსულში — ესტონეთის კულტურის მინისტრი (2021) , ესტონეთის სახელმწიფო მართვის მინისტრი (2020-2021), XIII და XIV რიიგიკოგუს წევრი (2021-2023, 2016-2020), ვირუს მერი (2009-2010).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანელი ოტი სწავლობდა ვირუმაას პარკსეპის უმაღლეს სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1994 წელს. სწავლა განაგრძო ტალინის უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე მოძრაობისა და სპორტის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1999 წელს, ხოლო 2000 წელს მიიღო დამატებითი განათლება პედაგოგიკაში.

1993-1994 წლებში მუშაობდა პედაგოგად Võru Hobby School-ში. [1]

პოლიტიკური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[[2005 წლის 2 ნოემბრიდან 2009 წლამდე იყო ესტონეთის სახალხო კავშირის წევრი.

ანელი ოტის პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2005 წელს, როდესაც იგი აირჩიეს ლასვას ვოლოსტის საბჭოში ესტონეთის სახალხო კავშირის თავმჯდომარედ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების დროს.

ვირუს მერის თანამდებობას იკავებდა 2009–2010 წლებში.

2009 წლის 9 აგვისტოს ანელი შეუერთდა ესტონეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომლის შემადგენლობაშიც 2011 წლის 25 აპრილამდე დარჩა. 2011 წლის 25 აპრილს შეუერთდა ესტონეთის ცენტრისტულ პარტიას. ანელი არის პარტიის ფილიალის ხელმძღვანელი ვირუმაას ოლქში.

2010 წლიდან 2015 წლამდე იყო ვირუს საკრებულოს წევრი. 2014 წლიდან 2015 წლამდე — კრების თავმჯდომარე.

2011-2014 წლებში მუშაობდა ტალინში ნიმეს რაიონის უხუცესის მოადგილედ.

2015 წლის რიიგიკოგუს არჩევნებში ოტმა მონაწილეობა მიიღო, როგორც ცენტრისტული პარტიის კანდიდატმა ვირუს, ვალგას და პილვას ოლქებში. მას ერგო 1119 ხმა და ვერ მოხვდა პარლამენტში. თუმცა, 2015 წლის 19 ნოემბერს, ოტი გახდა რიიგიკოგუს მე-13 მოწვევის შემცვლელი წევრი, ცენტრისტული პარტიის გენერალური მდივნის პრიიტა ტობალას ნაცვლად, რომელიც დეპუტატ ლაური ლასისთან ერთად დამნაშავედ ცნო სახელმწიფო სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიამ ყოფილი ქალაქის ჩინოვნიკის ივარ ონქსიონის უკანონო თვალთვალის წაქეზების და განაჩენის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე მანდატზე უარის თქმის გამო. [2]ანელი ოტმა დაიკავა კორუფციასთან ბრძოლის სპეცკომისიის თავმჯდომარის მოადგილის ადგილი.

ანელი ოტმა მონაწილეობა მიიღო 2019 წლის რიიგიკოგუს არჩევნებში, კენჭი იყარა ვირუმაას მაზრის იმავე საარჩევნო ოლქში. მიიღო 1,474 ხმა და გახდა პარლამენტის წევრი. [3] დეპუტატის რანგში იგი ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საკითხთა კომისიას.

2020 წლის 25 ნოემბრიდან 2021 წლის 26 იანვრამდე იური რატასის მთავრობაში იკავებდა სახელმწიფო მართვის მინისტრის პოსტს.

2021 წლის 26 იანვრიდან 2021 წლის 2 ნოემბრამდე კაი კალასის მთავრობასი იყო იყო ესტონეთის კულტურის მინისტრი. [4] [5] თანამდებობა დატოვა COVID-19 ვაქცინაციის სკანდალის გამო. ოტი იყო ერთადერთი არავაქცინირებული მინისტრი მთავრობაში. [6]

2021 წლის 4 ნოემბერს აღიდგინა რიიგიკოგუს დეპუტატის უფლებამოსილება. შესაბამისად, შემცვლელმა წევრმა, იმრე სოიაზერმა დატოვა პარლამენტი. [3]

2023 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, მე-10 საარჩევნო ოლქში (ქალაქი ტარტუ) 402 ხმა მიიღო და ვერ მოხვდა პარლამენტში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kes on tulevane riigihalduse minister Anneli Ott? (2020-11-24). ციტირების თარიღი: 2020-12-25.
  2. Бывший генсек Центристской партии Прийт Тообал собирается баллотироваться на местных выборах. ERR (2021-01-06). ციტირების თარიღი: 2024-01-20
  3. 3.0 3.1 Аннели Отт вернулась в Рийгикогу. ERR (2021-11-04). ციტირების თარიღი: 2024-01-20
  4. Новое правительство Эстонии вступило в должность (2021-01-26). ციტირების თარიღი: 2021-01-26.
  5. Президент Эстонии утвердила новый состав правительства (2021-01-26). ციტირების თარიღი: 2021-01-27.
  6. Долго не прививавшаяся министр культуры Эстонии подала в отставку (2021-11-02). ციტირების თარიღი: 2022-06-03.