შინაარსზე გადასვლა

ანდრეი კარლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეი კარლოვი
Андрeй Кaрлов
ანდრეი კარლოვი Андрeй Кaрлов
რუსეთის ელჩი თურქეთში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივლისი 2013 – 19 დეკემბერი 2016
პრეზიდენტი  ვლადიმერ პუტინი
პრემიერ-მინისტრი  დიმიტრი მედვედევი
წინამორბედივლადიმირ ივანოვსკი
მემკვიდრევაკანტურია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ივლისი 2001 – 20 დეკემბერი 2006
პრეზიდენტივლადიმერ პუტინი
წინამორბედივალერი დენისოვი
მემკვიდრევალერი სუხინინი

დაბადებული4 თებერვალი 1954[1]
მოსკოვი, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვლილი19 დეკემბერი, 2016 (62 წლის)
ანკარა თურქეთის დროშა თურქეთი
შვილები1
განათლებამოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი
პროფესიადიპლომატი

ანდრეი გენადის ძე კარლოვი (რუს. Андре́й Генна́дьевич Ка́рлов; დ. 4 თებერვალი 1954, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ — გ. 19 დეკემბერი 2016, ანკარა, თურქეთი) — რუსი დიპლომატი, რომელიც იყო რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2001 წლიდან 2006 წლამდე ჩრდილოეთ კორეაში და 2013 წლიდან 2016 წლამდე თურქეთის რესპუბლიკაში.

2016 წლის 19 დეკემბრის საღამოს, კარლოვი ანკარაში, ხელოვნების გალარეაში გამოფენაზე მოკლეს. მკვლელი აღმოჩნდა ყოფილი თურქი პოლიციელი მევლუთ მერთ ალთინთაში.[2][3] მკვლელი ადგილზევე მოკლეს.

ცხოვრება და განთლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეი კარლოვი დაიბადა 1954 წლის 4 თებერვალს მოსკოვში.[4][5] 1976 წელს, კარლოვმა დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. იმავე წელს, იგი შეუდგა დიპლომატიურ სამსახურს.

კარლოვი დაოჯახებულია და ჰყავს ერთი შვილი.[1]

1992 წელს დაამთავრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატთა აკადემია. ის თავისუფლად ფლობს კორეულს და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობზე 1979-1984 და 1986-1991 წლებში, სსრკ-ს საელჩოში ჩრდილოეთ კორეაში, ხოლო 2001-2006 წლებში, იყო რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩრდილოეთ კორეაში.[5] 1992-1997 წლებში, მუშაობდა რუსეთის სამხრეთ კორეის საელჩოში.[5]

2007-2009 წლებში, კარლოვი მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. ხოლო 2009 წელს იანვარში, ამავე დეპარტამენტის დირექტორად დაწინაურდა. 2013 წლის ივლისში, კარლოვი რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა თურქეთის რესპუბლიკაში.[1]

2016 წლის 19 დეკემბერს, თურქეთის დროით 20:15 საათზე, კარლოვს ესროლეს, რა დროსაც ის სასიკვდილოდ დაიჭრა. დამნაშავე მევლუთ მერთ ალთინთაში, 22 წლის ყოფილი პოლიციელი, კარლოვს სამხატვრო გამოფენაზე, ანკარაში ესროლა.[6] თავდამსხმელი, რომელიც ჩაცმული იყო შავ კოსტიუმსა და ჰალსტუხში, ცეცხლი იმ დროს გაუხსნა კარლოვს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა, ელჩი სასიკვდილოდ დაიჭრა, ასევე დაშავდა რამდენიმე სხვა პირიც.[3]

თავდასხმის ვიდეო ჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ მკვლელი ამბობს: „არ დაივიწყოთ ალეპო, არ დაივიწყოთ სირია!“ და „ალაჰუ აკბარ“ (დიდება ღმერთს), ამავე დროს, ერთ ხელში იარაღი უჭირევს, ხოლო მეორე ჰაერში აქვს აწეული.[7] თავდამსხმელი ყვიროდა, როგორც თურქულად, ისე არაბულად.[3] ალთინთაში, მოგვიანებით თურქეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს.[8] კარლოვი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.[3]

მკვლელობა მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში თურქი ხალხი აპროტესტებდა რუსეთის ჩართვას სირიის სამოქალაქო ომსა და ალეპოსთვის ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის და თურქეთის მთავრობა უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.[3]

ანდრეი კარლოვი გახდა უკვე მეოთხე რუსეთის ელჩი, რომელიც დაიღუპა მოვალეობის შესრულების დროს, მას შემდეგ, რაც 1829 წელს, ალექსანდრე გრიბოედოვი მოკლეს თეირანში.[9]

  1. 1.0 1.1 1.2 „Посол России в Турции Андрей Карлов. Досье“ [Russian Ambassador to Turkey Andrei Karlov. dossier]. www.aif.ru. 19 December 2016. ციტირების თარიღი: 19 December 2016.
  2. * Arango, Tim; Gladstone, Rick (19 December 2016). „Russian Ambassador to Turkey Is Assassinated in Ankara“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 December 2016.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 „Russian ambassador Andrei Karlov shot and injured in Turkey“. BBC news. 19 December 2016.
  4. „Посол России в Турции скончался после нападения в Анкаре“ [Russian Ambassador in Turkey dead after an attack in Ankara] (რუსული). Interfax.ru. 2016-12-19. ციტირების თარიღი: 2016-12-19.
  5. 5.0 5.1 5.2 Curriculum Vitae of H.E. Andrey Karlov, Ambassador of the Russian Federation to the Republic of Turkey. Embassy of the Russian Federation in Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 2016-12-20.
  6. Catherine E. Shoichet & Nick Thompson, Russia's ambassador to Turkey assassinated in Ankara, CNN (December 19, 2016).
  7. Tuvan Gumrukcu & Umit Bektas, Russian ambassador shot dead in Ankara gallery, Reuters (December 19, 2016).
  8. Umar, Farooq; King, Laura. Off-duty police officer identified in fatal shooting of Russia's ambassador to Turkey (19 December 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2020. ციტატა: „The assailant, identified by Interior Minister Suleyman Soylu as a 22-year-old riot policeman, was himself gunned down by security forces.“ ციტირების თარიღი: 19 December 2016
  9. „Четвертый на посту: посол России в Турции Андрей Карлов“ [Fourth in the line of duty: Russian Ambassador Andrei Karlov killed in Turkey]. Lenta.ru. 2016-12-20. ციტირების თარიღი: 2016-12-20.