ძველი ეგვიპტის მითოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალღმერთი ისიდა

ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ჩვ. წ.-მდე VI-IV ათასწლეულში, დიდი ხნით ადრე კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე.

ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.

ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები:ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები...

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ჩვ. წ.-მდე XXVI-XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ჩვ. წ.-მდე XXI-XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ჩვ. წ-მდე. XVI ს. შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.

ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ.

მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.

ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ჩვ. წ-მდე დაახლ. 485-424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ჩვ. წ.-მდე V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ჩვ. წ. I-II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ.

მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი ჩვ. წ.-მდე 21 000 წლიდან. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძე რას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს - ჩვ. წ.-მდე 12 000 - 11 000 წლებში. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.

ღმერთები[რედაქტირება]

ეგვიპტურად(ტრანსლიტ.) რანგი, ნათესაური კავშირები სხვა ღმერთებთან, ფუნქცია, განსაკუთრებული თვისებები ატრიბუტები გამოსახულება
პტა (პტახი, ფთა)
ცეცხლი ღმერთი, ღმერთების მამა
ამონი (ამონ-რა)
მზისა და ნაყოფიერების ღმერთი

Amon-Re.JPG
გები
დედამიწის ღმერთი
შუ
მზის გასხივოსნებული სივრცის ღმერთი
რა
მზის უზენაესი ღმერთი
ოსირისი
მზის, ნილოსის, ქვესკნელისა და მიცვალებულთა უზენაესი ღმერთი
ხონსუ
მთვარის ღმერთი
სოპი (სეპი)
მკვდრების მფარველი ღმერთი