ალფრედ კრებერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფრედ კრებერი იშისთან, იაჰის ტომის უკანასკნელ წარმომადგენელთან, 1911.

ალფრედ ლუის კრებერი (* 11 ივლისი, 1876, ნიუ-იორკი ― გ. 5 ოქტომბერი, 1960, პარიზი) - მეოცე საუკუნის ანთროპოლოგიის ამერიკული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კრებერი დაიბადა ჰებოკენში, ნიუ-ჯერსის შტატში. 1901 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ფრანც ბოასის ხელმძღვანელობით დაიცვა მაგისტრი|სამაგისტრო. სამაგისტრო ნაშრომი არაპაჰოს ტომის საველე კვლევით ექსპედიციის შედეგებს ეყრდნობოდა. კრიობერმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი კალიფორნიის უნივერსიტეტში გაატარა.

მისი სახელი უკავშირდება არა მარტო კულტურული ანთროპოლოგიის ამერიკული სკოლის განვითარებას, არამედ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ექსპედიციებსაც (სამხრეთ ამერიკაში). კრებერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინტერდისციპლინური მეთოდიკის დანერგვაში, დარგთაშორისი ბარიერების დაძლევაში, არქეოლოგიის კულტურის კვლევებთან დაკავშირებაში. მას ეკუთვნის კულტურული გარემოს და კულტურის კონფიგურაციის კონცეფციის შემუშავება (Cultural and Natural Areas of Native North America, 1939).

კრებერის სახელმძღვანელო ”ანთროპოლოგია” (1923, 1948) წლების განმავლობაში სამაგიდო წიგნად ითვლებოდა აღნიშნულ დარგში.