ურსულა კრებერ ლე გუინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურსულა კ. ლე გუინი

ურსულა 2004 წელს.
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი 1929
დაბ. ადგილი ბერკლი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ამერიკელი
პერიოდი 1960-ნი წლებიდან დღემდე
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
ფენტეზი
თემატიკა სოციოლოგია, ანთროპოლოგია
Magnum opus მიწაზღვის ციკლი, ჰაინის ციკლი



ოფიციალური საიტი

ურსულა კრებერ ლე გუინი (ინგლ. Ursula K. Le Guin; დ. 1929 წლის 21 ოქტომბერს) — ცნობილი ამერიკელი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი. იგი არის მრავალი რომანის, ლექსის, საბავშვო წიგნის, ესეებისა და მოთხრობების ავტორი. განსაკუთრებული პოპულარობა და ცნობადობა მოიპოვა როგორც ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნების ავტორმა. მისი ნაშრომები მიმოიხილავენ დაოსიზმის, ანარქიზმის, ეთნოგრაფიის, ფემინიზმის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის თემებს. ის ერთ-ერთი ავტორიტეტული ფანტასტი მწერალია, რომელსაც უამრავი უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრებში (ჰიუგო, ნებულა, ლოკუსი).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ურსულა ლე გუინი დაიბადა 1929 წლის 21 ოქტომბერს ცნობილ ანთროპოლოგ ალფრედ კრობერის და მწერლის თეოდორა კრობერის ოჯახში. 1901 წელს მამამისმა პირველად ამერიკის ისტორიაში დოქტორის ხარისხი მიიღო ანთროპოლოგიაში (კოლუმბიის უნივერსიტეტში), შემდგომ ის გადავიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) სადაც ასევე პირველმა დააარსა ანთროპოლოგიის კათედრა.[3]

ურსულამ ბაკალავრის ხარისხი მიიღო რედკლიფის კოლეჯში 1951 წელს, მომდევნო წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კოლუმბიის უნივერსიტეტში, თემაზე - „შუასაუკუნეების რომანტიკული ლიტერატურა და აღორძინება“, სპეციალიზირდებოდა ფრანგულ ლიტერატურაზე. ფულბრაიტის პროგრამით საფრანგეთში სწავლისას გაიცნო ისტორიკოსი ჩარლზ ლე გუინი ჯორჯიის შტატიდან, ფრანგული წარმომავლობის ამერიკელი. ისინი 1953 წელს დაქორწინდნენ პარიზში.

ის ბავშვობიდანვე ინტერესდებოდა ლიტერატურით. რვა წლის ასაკში მან თავისი პირველი მოთხრობა გააგზავნა ჟურნალ "Astounding Science Fiction"-ში, თუმცა მოთხრობა არ დაბეჭდეს.[4] ადრეული ნაწარმოებები, რომლებშიც მოქმედება ცენტრალურ ევროპის გამოგონილ ქვეყანა ორსინიაში ხდება, არ მიეკუთვნება ფანტასტიკის ჟანრს. ეს მოთხრობები მხოლოდ მას შემდეგ დაიბეჭდა რაც მწერალმა საქვეყნო აღიარება მოიპოვა ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის სარბიელზე. ისინი შევიდნენ კრებულში „ორსიანული მოთხრობები“ (1976) და რომანში "მალაფრენა" (1979).

1960-იანი წლების დასაწყისიდან ლე გუინი რეგულარულად აქვეყნებს ფანტასტიკურ მოთხრობებს და რომანებს. საყოველთაო აღიარება მოიპოვა 1969 წელს, როდესაც გამოვიდა მისი რომანი „წყვდიადის მარცხენა ხელი“, რომანმა მიიღო ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო - „ჰიუგო“ და „ნებულა“. 1974 წელს კი გამოვიდა "The Dispossessed: An Ambiguous Utopia" - რომანი, რომელმაც ასევე ორივე პრემია მოიპოვა. საერთო ჯამში მას ხუთი „ჰიუგო“, ექვსი „ნებულა“, ცხრამეტი „ლოკუსი“ (ყველაზე მეტი ვიდრე სხვა რომელიმე ავტორს) და უამრავი სხვა ჯილდო აქვს მიღებული.

ლე გუინს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავს. 1958 წლიდან ის ცხოვრობს ქალაქ პორტლენდში, შტატი ორეგონი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

მიწაზღვის ციკლი[რედაქტირება]

ჰაინის ციკლი[რედაქტირება]

დასავლეთ სანაპიროს ლეგენდები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Rotella, Carlo. “The Genre Artist“, The New York Times, 2009-07-19. 
  2. 2.0 2.1 2.2 The Rough Guide To Cult Fiction", Tom Bullough, et al., Penguin Books Ltd, London, 2005, p.163
  3. Steward, Julian H. (1960). Obituary: Alfred Louis Kroeber.
  4. Lafrenier, Steve (December 2008). Ursula K. Le Guin. Vice. წაკითხვის თარიღი: 22 April 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]