ალფრედო სტრესნერი
| ალფრედო სტრესნერი Alfredo Stroessner |
||
| პარაგვაის 46-ე პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 15 აგვისტო, 1954 – 3 თებერვალი, 1989 | ||
| წინამორბედი | ტომას რომერო პერეირა | |
| მემკვიდრე | ანდრეს როდრიგეს პედოტი | |
|
|
||
| დაბადებული | 3 ნოემბერი, 1912 ენკარნასიონი, პარაგვაი |
|
| გარდაცვლილი | 16 აგვისტო, 2006 (93 წლის) ბრაზილია, ბრაზილია |
|
| ეროვნება | პარაგვაელი | |
| პოლიტიკური პარტია | კოლორადო | |
| მეუღლე | ელიგია მორა | |
ალფრედო სტრესნერ მატიუდა (დ. 3 ნოემბერი, 1912, ენკარნასიონი — გ. 16 აგვისტო, 2006, ბრაზილია) იყო პარაგვაის პრეზიდენტი და დიქტატორი 1954 დან 1989 მდე.
სექციების სია |
[რედაქტირება] ადრეული ცხოვრება
სტრესნერის მშობლები იყვნენ ჰუგო სტრესნერი, რომელიც იყო ბავარიელი ემიგრანტი გერმანიიდან და დედა ჰერბერტა მატიუდა, რომელიც დაიბადა მდიდარ პარაგვაულ ოჯახში. ალფრედო 1929 წელს ჩაირიცხა პარაგვაულ არმიაში, 1931 წელს კი უკვე გახდა ლეიტენანტი. ჩაკოს ომის დროს ბოლივიაში (1932-1935) ის გამოიძახეს საარტილერიო ნაწილში და მიიღო მონაწილეობა ბოკერონის ბრძოლაში. ომის შემდეგ, მან სწრაფად აიმაღლა სამხედრო ჩინი და გახდა ბრიგადირი და ყველაზე ახალგაზრდა გენერალი სამხრეთ ამერიკაში 1948 წელს.
[რედაქტირება] პრეზიდენტობა
სტრესნერმა პრეზიდენტ ფედერიკო ჩავესის წინააღმდეგ შეაიარაღა ნაციონალური პოლიცია და მოაწყო გადატრიალება 1954 წლის 4 მაისს. არჩვენებზე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა ტომას რომერო, სტრესნერი იყო ერთადერთი კანდიდატი 1954 წლის 11 ივლისის არჩევნებზე.ის არჩეულ იქნა 8 ჯერ: 1958, 1963, 1968, 1973, 1978, 1983 და 1988 წლების არჩევნებში.
ის კვლავ ერთადერთი კანდიდატი იყო არჩვენებში დანარჩენ არჩევნებში მან გაიმარჯვა შეუძლებლად მაღალი პროცენტით (უმეტესად 80%) რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო მხოლოდ მასობრივი გაყალბებით. ის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 35 წელი, ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ფიდელ კასტროს ჩამოუვარდებოდა XX საუკუნის ლათინო ამერიკელი ლიდერებიდან.
ძალაუფლების ხელში აღებისთანავე სტრესნერმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და შეკვეცა კონსტიტუციური თავისუფლება, რომელიც იცვლებოდა ყოველ 90 დღეში პირადად სტრესნერის მითითებით. სტრესნერი იყო თავდადებული ანტიკომუნისტი, რომელმაც კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დააკანონა, სახელმწიფო პოლიტიკად აქცია და სახელმწიფო ინტერესებს გაუტოლა.
როგორც პარტია კოლორადოს ლიდერმა, სტრესნერმა მოახერხა შედარებით სრულყოფილად პოლიტიკური სცენის მართვა. ოპოზიციური პარტიები ნომინალურად დაუშვეს 1962 წელს (პარტია კოლორადო იყო ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური პარტია პარაგვაიში 1947 წლიდან). საარჩევნო სისტემა იმდენად იყო მორგებული მმართველ პარტიას რომ ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების არანაირ შანსს არ უტოვებდა.
სტრესნერის ძლიერი ანტი-კომუნისტურმა პოლიტიკამ ის მალევე აქცია ამერიკის მეგობრად, თუმცა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სავალალო მდგომარეობა იყო. სტრესნერმა მხარი დაუჭირა ამერიკის შეჭრას დომინიკის რესპუბლიკაში და შესთავაზა კიდეც შეიარაღებული მხარდაჭერა ვიეტნამში.
[რედაქტირება] ეკონომიკა
სტრესნერი ცნობილია რამდენიმე პოზიტიური ეკონომიკური სვლით, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტრო სადგურის აშენებაა იტაიპუში, რაზეც დაფუძნდა პარაგვაის ეკონომიკა. ეს იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური ობიექტი რომლის შემოსავლმაც ბიძგი მისცა პარაგვაის ეკონომიკის განვითარებას, რამაც 1970 იანი წლებისათვის პარაგვაი აქცია ყველაზე სწრაფად განვითარებად ლათინო ამერიკულ ქვეყნად.
სტრესნერის მოღვაწეობის შედეგია პარაგვაის ნაციონალური ბიუჯეტის არმიასა და პოლიცაზე ყველაზე დიდი თანხების გამოყოფა, რაც იყო რეჟიმის ფუნდამენტური სახე. 1963 წელს ჟურნალ TIME-ის მიხედვით, სტრესნერმა 1962 წელს წლიური ბიუჯეტის 33% დახარჯა არმიასა და პოლიციაზე განათლებაზე კი 15%.
გარდა იტაიპუს კაშხლისა,შემდგომ აშენდა იაკირეტას კაშხალი პარაგვაი არგენტინის საზღვარზე, რამაც გამოიწვია ათასობით პარაგვაელის გადასახლება, ისინი გაყარეს თავიანთი სახლებიდან, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი კონპენსაციის გარეშე. იტაიპუს კაშხლის მშენებლობის მიზეზით გადასახლებულთა რაოდენობამ 80,000 ადამიანს მიაღწია.
სტრესნერი ასევე ცნობილია თავისი ინფრასტრუქტურული პროექტებით რომლითაც მოწესრიგდა პარაგვაის გზათა სისტემა. სხვა პროგრამით სტრესნერის მხრიდან მხარდაჭერილ იქნა აგრარული სფერო, კერძოდ 12 ჰექტრის ოდენობის სახნავი მიწა გადაეცემოდა თითოეულ არმიაში სრულად ნამსახურებ ჯარისკაცს, ამ პროგრამით 10,000 ზე მეტმა ჯარისკაცმა მიიღო მიწა
[რედაქტირება] დაღმასვლა
1989 წლის 3 თებერვალს რამდენიმე თვის შემდეგ რაც მე9 ჯერ იქნა სტრესნერი არჩეული პრეზიდენტად მოხდა მისი გაძევება ქვეყნიდან გენერალ ანდრე როდრიგესის მიერ რომელიც იყო მისი მეგობარი და არმიის დროინდელი ამხანაგი წლების განმავლობაში, სტრესნერის და როდრიგესის ოჯახები დაკავშირებულნი იყვნენ ოჯახებით ერთმანეთთან კერძოდ სტრესნერის ვაჟის და როდრიგესის ქალიშვილის ქორწინებით. გადატრიალების შემდგომ სტრესნერი გაიქცა ბრაზილიაში სადაც ის ცხოვრობდა ჩვიდმეტ ნახევარი წელიწადი.
პარაგვაელები გაყოფილები არიან სტრესნერის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ბევრს ეზიზღება ის როგორც ღრმად კორუმპირებული ავტორიტარული დიქტატორი, ხოლო ის ვინც იცავს მის პოზიციას ხშირად იმეორებს მის მიერ მიღწეულ პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ პროგრესს.
სტრესნერი გარდაიცვალა 2006 წლის 16 აგვისტოს, ბრაზილიაში 93 წლის ასაკში. გარდაცვალების უშუალო მიზეზი იყო გულის შეტევა, ის დაავადდა პნევმონიით მას შემდეგ რაც გაიკეთა გრიჟის ოპერაცია. პარაგვაის ხელისუფლებამ საერთოდ უარი თქვა სტრესნერის განხილვაზე (გადასვენება პარაგვაიში). ის სიკვდილის წინ ეცადა დაბრუნებულიყო სამშობლოში თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Obituary at BBC News
- Paraguay's archive of terror
- The Presidential Papers of Dwight D. Eisenhower Official letter to President Stroessner (1959)
- Paraguay seeks Stroessner return
- Obituary in The Guardian
- Alfredo Stroessner, 93, Old-Style Military Dictator of Paraguay
- Obituary in The Economist
- New York Times: Stroessner, Paraguay’s Enduring Dictator, Dies
- Gen. Alfredo Stroessner, Colorful Dictator of Paraguay for 35 Years, Dies in Exile at 93