ალექსი გოგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგუა.

ალექსი ნოჩოს ძე გოგუა (აფხ. Алықьса Ноча-иԥа Гогәуа; დ. 15 მარტი, 1932, სოფ. გუფი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) — აფხაზი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. აფხაზეთის სახალხო ფორუმის — „აიდგილარას“ პირველი თავმჯდომარე

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი გოგუა დაიბადა სოფელ აჯამფაზრაში (გუფის თემი), ოჩამჩირის რაიონი. ის იყო შვიდი დის ერთადერთი ძმა. მან დაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ სოფელში, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა ჯერ ტყვარჩელში და შემდგომ სოფელ ფოქვეში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა.

უმაღლესი განათლების მისაღებად ის გაემგზავრა სოხუმში. პირველ წელს მან ჩააბარა ყველა მისაღები გამოცდა, მაგრამ ვერ შეძლო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წარმატებით ჩაბარება. ამისგამო ის ვერ ჩაირიცხა სასწავლებელში. ეს გარემოება გახდა მისი ტყვარჩელის მაღაროში მნგრეველ-მტვირთავად და ცენტრალურ გამამდიდრებელ ქარხანაში სამუშაოდ წასვლის მიზეზი. ერთი წლის შემდეგ, 1951 წელს, ის კვლავ გავიდა გამოცდებზე და ამჯერად ჩააბარა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუში, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1955 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ხოლო 1960 წელს მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი. მოსკოვში სწავლის დროს, 1959 წელს, გოგუა გახდა სსრკ-ს მწერალთა კავშირის წევრი იყო ჟურნალ „ამცაბზის“ მთავარი რედაქტორი. სწავლის დამთავრების შემდეგ ის დაბრუნდა აფხაზეთში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალში თუ გამომცემლობაში. მაგალითად, 1962 წლიდან ის იყო ჟურნალ „ალაშარას“ (აფხაზ. „სინათლე“) პასუხისმგებელი მდივანი, 1975 წლიდან 1989 წლამდე საბავშვრო ჟურნალ „ამცაბზის“ (აფხაზ. „ალი“) მთავარი რედაქტორი. გარდა ამისა, ის იყო სახელმწიფო გამომცემლობის უფროსი რედაქტორი და 1989 წლიდან 1997 წლამდე აფხაზეთის ასსრ-ს მწერალთა კავშირის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1948 წელს, პირველი პროზაული კრებული „მდინარე ისწრაფის ზღვისკენ“ – 1957.

გოგუა ავტორია რომანისა „შარავანდედი“ (1966); კრებულებისა: „თოვლი და ელვა“ (1964), „წყლის გემო“ (1966), „მშვენიერი მთა“ (1970), „თეთრი ცვარი“ (1972), „პატარა მშაგუ და დიდი მშაგუ“ (1976), „მოთხრობები, პიესა“ (1977) და სხვ.

ქართულად გამოიცა მისი პროზაული კრებულები: „თეთრი ცხენი“ (1965), „თაქარას თვალები“ (1969), „ოლიმპიადა“ (1979) და სხვ. პიესა „ნასესხები დღე“ (1969) დაიდგა სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის თეატრში. გოგუა არის დიმიტრი გულიას სახელობის პრემიისა (1974) და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემიის — „ხუთწლედის მატიანის“ (1980) ლაურეატი. შემოქმედითი საქმიანობის გარდა, ალექსი გოგუა აქტიურად იყო ჩართული 90-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკურ მოძრაობებში აფხაზეთში. ის წერდა და აქვეყნებდა პუბლიცისტურ სტატიებსა და წერილებს. 1988 წლის 13 დეკემბერს ის აირჩიეს აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარა“ (აფხაზ. „ერთობა“) თავმჯდომარედ [1]. გოგუა იყო ფორუმის მასშტაბური ღონისძიების, 1989 წლის 18 მარტის ლიხნის შეკრების, ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზატორი და ლიხნის მიმართვის ხელმომწერი.პარალელურად, 1988-1991 წლებში გახლდათ სსრკ-ს სახალხო დეპუტატი აფხაზეთიდან, კერძოდ, ოჩამჩირის ნაციონალურ-ტერიტორიული ოკრუგიდან #490. მისი გამოსვლა პირველ ყრილობაზე სრულად დაიბეჭდა გაზეთ „აიდგილარას“ სპეციალურ გამოშვებაში 1989 წლის 2 ივნისს.

ამჟამად, ალექსი გოგუა არის აფხაზეთის მწერალთა კავშირის წევრი. 1999 წლიდან ირიცხება რუსეთის მწერალთა კავშირში. ასევე, არის საერთაშორისო ადიღეური (ჩერქეზული) მეცნიერების აკადემიის საპატიო წევრი. წლების განმავლობაში იყო დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო პრემიების გაცემის კომისიის თავმჯდომარე .

ალექსი გოგუას ჰყავს მეუღლე - ეთერი თარბა და სამი შვილი: ამრა, ამინა და დმიტრი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი გოგუა აღიარებულია აფხაზური ლიტერატურის პატრიარქად, ცოცხალ კლასიკოსად და სახალხო მწერლად. ფაზილ ისკანდერმა მას უწოდა „მწერალი აშკარად გამოხატული ნოვატორული ტენდენციით“. იგი სხვადასხვა ჯილდოს მფლობელია:

  • 1974 წელს - დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში.
  • 1980 წელს - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე“ (1992 წლიდან გადაერქვა სახელმწიფო პრემია და საბოლოოდ გაუქმდა 2004 წელს).
  • აფხაზეთის უმაღლესი ორდენის, „ღირსება და დიდება“ (აფხ. „Ахьдз-апша“ аорден), პირველი ხარისხის კავალერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი გოგუამ წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. მის შემოქმედებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს მამას მიერ ზეპირსიტყვიერად გადმოცემულმა აფხაზურმა ფოლკლორმა, მათ შორის ზღაპრებმა, ნართულმა ეპოსმა და სხვ. 1948 წლიდან მომავალმა მწერალმა დაიწყო ლექსების გამოქვეყნება. მისი პირველი პოემა იყო „გეოლოგი“, რომელიც 1949 წელს გამოაქვეყნა გაზეთმა„აფსნი ყაპშ“ (ქართულად „წითელი აფხაზეთი“)

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (1966) შარავანდედი (Нимб)
  • (1985) დიდი თოვლი (Большой Снег/ Асду) - რომანი რაფსოდია
  • ის იყო ძალიან ახლოს, მაგრამ შენ ის ვერ შეამჩნიე (Он был так близко, но ты его не заметил)
  • უკვე შეიძლებოდა წინ მიმავალის გარჩევა (Уже можно было различить впереди идущего)
  • ბზის ბარდი (Заросли самшита)
  • (1957) მდინარე ისწრაფვის ზღვისკენ (Река Спешит к Морю)
  • თოვლი და ელვა (Снег и молния)

მოთხორბებისა და ნოველების კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (1960) მდინარე ისწრაფვის ზღვისკენ (Река Спешит к Морю)
  • (1963) თოვლი და ელვა (Снег и молния)
  • (1969) თაქარას თვალები (Глаза Такары)
  • (1970) მშვენიერი თმა
  • (1972) თეთრი ცვარი
  • ველური აზალია (Дикая азалия)
  • (1960) რისგან/რატომ იზრდება ბალახი (От чего растет трава)

მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (1976) პატარა მშაგუ და დიდი მშაგუ (Мшагу Маленький и Мшагу Большой)
  • ველური აზალია (Дикая азалия)
  • (1966) წყლის გემო (Вкус воды)
  • ირმის ძახილის დრო (Время оленьего зова)
  • ელანა (Елана)
  • კრავი (Ягненок)
  • ცისარტყელა (Радуга)
  • ანანა გუნდას მინდორი (Поляна Ананы Гунды)
  • თესვის თვე (Месяц Сева)
  • შვიდი ქვის იქით (За семью камнями)
  • პარკხვევია (Шелкопряд)
  • სამი ღამისა და სამი დღის გზები (Дороги в три дня и три ночи)
  • ცუდი/გაფუჭებული სისხლი (Дурная кровь)
  • ცუდი ამბის მაუწყებელი (Горевестник)
  • სანამ არ ჩავიდა მზე (Пока не зашло солнце)
  • მთა ლამაზი (Гора Красивая/ Краса-Гора)
  • (1998) ნისლი (Туман)
  • მოსახვევი (На повороте)
  • ახლახანს ვიყავით ერთად... (Недавно мы были вместе...)
  • დილიდან ვწერ მაგიდასთან სიჩუმეში ... (С утра я пишу за столом в тишине...)
  • ნაკადი (Поток)
  • მშრომელ მეგობარს (Другу труженику)
  • (1956) მაჭანკლობა/გარიგება (Сватанье)
  • (1957) მდინარე ისწრაფვის ზღვისკენ (Река Спешит к Морю)
  • (1965) თეთრი ცხენი (Белый Конь)
  • თაქარას თვალები (Глаза Такара)
  • სავსე მთვარე (Полнолуние)
  • ხიდი, რომელიც არ არის და ცეცხლი მდინარის იქით (Мост, которого нет, и огонь за рекой)
  • ჭექა-ქუხილი შემოდგომის ხეობებში (Гроза в осенних ущельях)
  • ჯირგუ (Джиргу)
  • რისგან/რატომ იზრდება ბალახი (От чего растет трава)
  • სიყვარულის ნიშნები (Знаки любви)
  • ორი ქვეითი (Двое пеших)
  • გაზაფხულის განსაცდელის დრო (Время весенних испытаний)
  • ოლიმპიადა (Олимпиада)
  • ფოთოლცვენა (В листопад)
  • ელვის გემო (Вкус молнии)
  • კოდორი, კორაქსი (Кодор, Коракс)
  • აბაზის ვარსკვლავი (Звезда абазина)
  • (1975) სამას სამოცდახუთიდან ერთი დღე (Одинь день из трехсот шестидесяти пяти)
  • კარგი ხელები, კარგი ფეხები - საბავშვო მოთხრობა (Хорошиеруки, хорошиеноги)

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (1969) ნასესხები დღე (День взаймы)
  • გზისპირზე (На обочине)

პუბლიცისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სტატიების კრებული „პოსტსკრიპტუმ“. ხელმისაწვდომია რუსულ ენაზე აფხაზურ ინტერნეტ ბიბლიოთეკაში.
  • ზმნა (Глагол)
  • აკუა-სოხუმი, სოხუმი-აკუა (Акуа–Сухум, Сухум–Акуа)

ალექსი გოგუას მხატვრული ნაწარმოებები რუსულ ენაზე ხელმისაწვდომია აფხაზურ ინტერნეტ ბიბლიოთეკაში: ორტომეული, სადაც გაერთიანებულია მოთხორბები და რომანი რაფსოდია „თოვლი“; ასევე,მოთხრობათა კრებული „მდინარე მიიჩქარის ზღვისკენ“ (1960).

ალექსი გოგუას რჩეული მხატვრული ნაწარმოები და პუბლიცისტური წერილები აფხაზურად ხელმისაწვდომია აფხაზურ ინტერნეტ ბიბლიოთეკაში.

ალექსი გოგუას ნაწარმოებები ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად, რუსულად, ევროპულ ენებზე (ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, პოლონურად, ბულგარულად) და ასევე იაპონურად .

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი გოგუა ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას რუსულიდან აფხაზურ ენაზე. მან თარგმნა:

ინსცენირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი გოგუას პიესა „ნასესხები დღე“ (1969) დაიდგა ს. ჭანბას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრში. ფაზილ ისკანდერის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამის თეატრის ონლაინ პროექტის „აფხაზური ლიტერატურა რუსულ ენაზე“ ფარგლებში მსახიობი ემილ პეტროვი კითხულობს ალექსი გოგუას მოთხრობას „ველური აზალია“.

ალექსი გოგუა და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი გოგუას ზოგიერთი ნაწარმოები ნათარგმნია ქართულ ენაზე. მოთხრობების კრებული „თაქარას თვალები“ (1969) თარგმნა მერი ნიჟარაძემ და კრებულში შევიდა ხუთი მოთხრობა:„თეთრი ცხენი“, „ჩაუქრობელი ცეცხლი“, „ორნი ქვეითად“, „თაქარას თვალები“, „სავსე მთვარე“. მოთხრობა „ცისარტყელა“ (1969) თარგმნა ელზა ახვლედიანმა.

მოთხრობა „მოსახვევი“ არის გახმოვანებული ქართულად. მას კითხულობს ნუგზარ ყურაშვილი და ის ხელმისაწვდომია აუდიო წიგნის სახით.

2011 წელს კავკასიურმა სახლმა გამოუშვა კრებული „აფხაზური პროზა“, რომელშიც ოთხი აფხაზი მწერლის ნაწარმოები შევიდა. მათ შორის, ალექსი გოგუას მოთხრობა „სად იკეთებენ ბუდეს თოლიები?“. ამ პროექტის იდეის ავტორი და მთავარი რედაქტორია ნაირა გელაშვილი.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვერენჩხილაძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 72.
  • Сегодня Известному Абхазскому Писателю Алексею Гогуа Исполнилось 80 Лет (2012), Apsnypress
  • Авидзба, Бадрак (2017), Алексей Гогуа — Живой Классик Абхазской Литературы, Sputnik
  • Comai, Giorgio (2012), Aleksey Gogua, a Writer in Sukhumi, Osservatorio Balcani e CaucasoTranseuropa
  • Лакоба, Станислав (2004), Кто Есть кто в Абхазии: Общественно-политическая и Военная Элита Абхазии 1991-2004 гг. В Абхазия после двух Империй. XIX-XXI вв. SlavicEurasianStudies
  • Козлова,Эльвира. Патриарху Абхазской Литературы 80 Лет, Страна Абаза
  • Искандер, Фазиль (1989), Слово об Алексее Гогуа. Абхазскаяинтернет-библиотека
  • Т. А. Ачугба, Д. Т. Ачугба (2015), Страницы Грузино-Абхазской Информационной Войны. Документы и материалы. Том I, ст. 72-77. Сухум: АбИГИ. Абхазская интернет-библиотека
  • Гогуа Алексей Ночевич. Союз Писателей Республики Абхазия
  • Аԥсны аҭҵаарадыррақәа ракадемиа Д. И. Гәлиа ихьӡ зху Аԥсуаҭҵааратә институт, «Аԥсуа поезиа антологиа XX ашәышықәса», Аҟәа-Москва, 2009, ад. 922-923

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შამბა, სერგეი (17 December 2008). „Сергей Шамба о 20-летии движения "Аидгылара" и национально-освободительной борьбе народа Абхазии“. REGNUM News Agency. ციტირების თარიღი: 31 January 2013.
  2. Ardzinba, Asta (2020), To Be an Inextinguishable Flame of the People: on the Birthday of Writer Alexey Gogua, World Abaza Congress