ფაზილ ისკანდერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაზილ ისკანდერი
Фазиль Абдулович Искандер
დაბ. თარიღი 6 მარტი, 1929
დაბ. ადგილი სოხუმი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება აფხაზი

ფაზილ ისკანდერი (რუს.: Фазиль Абдулович Искандер; დ. 6 მარტი, 1929, სოხუმი) — წარმოშობით ირანელ-აფხაზი რუსულენოვანი მწერალი, ავტორი ლიტერატურული ციკლის „სანდრო ჩეგემიდან“, „ადამიანი და მისი სამეზობლო“, „ადამიანის სადგომი“, „კურდღლები და გველები“, „სოფიჩკა“ და სხვა.

1954 წელს დაასრულა გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. ლექსების პირველი კრებული „მთის ბილიკები“ (რუსულად) გამოსცა სოხუმში 1957 წელს, 50-იანი წლების ბოლოს აქტიურად იბეჭდებოდა ჟურნალში «Юность».