ალექსანდრე ვასილევსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ვასილევსკი და სემიონ ბუდიონი 1943 წელს

ალექსანდრე ვასილევსკი (რუს. Александр Михайлович Василевский) (დ. 30 სექტემბერი, 1895, ნოვაია გოლშიკა (კოსტრომა), რუსეთი — გ. 5 დეკემბერი 1977, მოსკოვი, სსრკ) — რუსი საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, სსრკ-ის შეიარაღებული ძალების მინისტრი და სამხედრო მინისტრი 1949-1953 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

  • 1914 - 1918 - პირველი მსოფლიო ომის მონაწილე
  • 1919 - წითელ არმიაში .
  • 19181922 რუსეთის სამოქალაქო ომში პოლკის მეთაურის დამხმარე.
  • 1937 - დაამთავრა გენშტაბის სამხედრო აკადემია
  • 1938- სკკპ -ის წევრი.
  • 1940,- მაისიგენშტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე.
  • 1941,- ივნისი- მიენიჭა გენერალ -მაიორის წოდება
  • 1941,- აგვისტო - გენშტაბის უფროსის მოადგილე და გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსი.
  • 1942,- ივნისი - გენშტაბის უფროსი.
  • 1942,- ოქტომბერი - სსრკ თავდაცვის სახალხო კომისრის უფროსის მოადგილე. უშუალოდ მონაწილეობდა წითელი არმიის მიერ უმნიშვნელოვანესი ოპერაციების დაგეგმვასა და შემუშავებაში, მთავარი საკითხების გადაწყვეტაში, ფრონტების ადამიანური რესურსებით, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფით. ყველა სახის რეზერვის მომზადებაში მოქმედი არმიებისათვის.
  • 19421943 სტალინგრადის ბრძოლის დროს იყო შეტევითი ოპერაციების დაგეგმვის ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელი. კორდინაციას უწევდა ფრონტების მოქმედებას ალყაში მოქცეული მოწინააღმდეგის დაჯგუფების ლიკვიდაციისას.
  • 1943 - კურსკის ბრძოლაში როგორც უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის წარმომადგენელი ახორციელებდა ვორონეჟის ფრონტი|ვორონეჟის ფრონტის და სტეპის ფრონტის ფრონტებს შორის ერთობლივ მოქმედებას. ხელმძღვანელობდა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტების ოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებას, დონბასის გასანთაფისუფლებლად.
  • 1944-იანვარი თებერვალი, კორდინაციას უწევდა მე-3 და მე-4 უკრაინული ფრონტების მოქმედებას კრივოროჟ - ნიკოპოლის ოპერაციაში,აპრილში საბჭოთა ჯარების მოქმედებას ყირიმის განთაფისუფლებისას, ივნისიდან, მოქმედებას მე-3 ბელორუსიის, 1-ლი და 2-ე ბალტიისპირეთის ფრონტებისა ბელორუსიის ოპერაციაში.
  • 1945-თებერვალი შეყვანილ იქნა უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკში და დაინიშნა მე-3 ბელორუსიის ფრონტის სარდლად.
  • 1945-ივნისი საბჭოთა ჯარების მთავარსარდალი შორეულ აღმოსავლეთში. ვასილევსკის ხელმძღვანელობით განხორციელდა საბჭოთა ჯარების მსხვილი გადაჯგუფება, დაიგეგმა, მომზადა და ჩატარდა მანჯურიის სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია კვანტუნის არმიის გასანადგურებლად.1945- ( 9 აგვ.- 2 სექტ.)ომის შემდგომ გეშტაბის უფროსი, სსრკ შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილე, და 1-ლი მოადგილე.
  • 1949- 1953 სსრკ შეიარაღებული ძალების მინისტრი (სამხედრო მინისტრი).
  • 1953- 1956 სსრკ თავდაცვის მინისტრის 1-ლი მოადგილე.
  • 1956- 1957 სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
  • 1959- სსრკ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორების ჯგუფში.
  • 1952- 1961 სკკპ ცკ-ის წევრი.
  • 1946- 1958 სსრკ უმაღლესი საბწოს დეპუტატი.
  • დასაფლავებულია წითელ მოედანზე კრემლის კედელში.

ჯილდოები[რედაქტირება]

ვასილევსკის ჯილდოები

წყაროები[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Nikita Khrushchev (1999), Time. People. Power. (Memoirs), vol. 1. Moscow: IIK Moscow News.
  • Otto von Lasch (1991), So fell Königsberg ('So fiel Königsberg'). Moscow.
  • P.Ya. Mezhiritzky (2002), Reading Marshal Zhukov'. Philadelphia: Libas Consulting.
  • Marshal K. Rokossovsky (1988), Soldier's duty. Moscow: Politizdat.
  • A.P. Shikman (1997), Actors of our History (biographical dictionary). Moscow.
  • S.M. Shtemenko (1989), The General Staff during the war. 2nd ed., Moscow: Voenizdat.
  • Viktor Suvorov (2002), Shadow of Victory. Moscow: ACT.
  • Marshal A.M. Vasilevsky (1978), The matter of my whole life. Moscow: Politizdat.
  • K.A. Zalessky (2000), Stalin's empire (biographical dictionary). Moscow: Veche.
  • Marshal G.K. Zhukov (2002), Memoirs. Moscow: Olma-Press.
  • (1969–1978) Great Soviet Encyclopedia. Moscow.
  • (1976–1979) Soviet Military Encyclopedia. Moscow.