წითელი ვარსკვლავის ორდენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი ვარსკვლავის ორდენი

წითელი ვარსკვლავის ორდენი (რუს. Орден Красной Звезды) — სამხედრო ორდენი, რომელიც დააწესა სსრკ-ის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტის (ცაკი) პრეზიდიუმმა 1930 წლის 6 აპრილს. აჯილდოებენ საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის რიგითი მებრძოლებსა და მეთაურებს, აგრეთვე ჯარის ნაწილებს, გემებს, დაწესებულება-ორგანიზაციებს სსრკ თავდაცვის საქმეში დიდი დამსახურებისათვის; 1944-იდან - გენერლებს, ადმირალებს, ოფიცრებსა და სერჟანტებს ნამსახურობისათვის. ორდენის ნიშანი ვერცხლის ამობურცული ხუთქიმიანი ვარსკვლავია, რომელიც დაფარულია მოწითალო-ლალისფერი ემალით. ატარებენ მკერდის მარჯვენა მხარეს, სამამულო ომის II ხარისხის ორდენის შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 317, თბ., 1987